საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
თვითმფრინავის ბიჭებზე შექმნილი ფილმის პრემიერა ბერლინის კინოფესტივალზე შედგება
2017/01/27 22:57:05

დღეს ცნობილი გახდა, რომ ბერლინის კინოფესტივალზე რეზო გიგინეიშვილის ფილმის მძევლების მსოფლიო პრემიერა სექცია Panorama Special-ში გაიმართება.

 

მძევლები ქართულ-რუსულ-პოლონური მხარეების ერთობლივი პროდუქციაა. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ფილმი ქართული და პოლონური კინოცენტრების ერთობლივი დაფინანსებით შეიქმნა. აღსანიშნავია ისიც, რომ მძევლების ერთ-ერთი პროდიუსერი ოსკაროსანი ფილმის, იდას მთავარი პროდიუსერი ევა პუშინსკაა.

 

ფილმი 1983 წელს რეალურად მომხდარ ამბავს ეფუძნება. სიუჟეტი საბჭოთა კავშირში მცხოვრები ახალგაზრდების გარშემო ვითარდება. რეჟისორთან ერთად სცენარზე მწერალმა ლაშა ბუღაძემ იმუშავა.

 

ფილმში მთავარ როლებს თინა დალაქიშვილი, ირაკლი კვირიკაძე, გიგა დათიაშვილი, გიორგი გრძელიძე, გიორგი ტაბიძე, გიორგი ხურცილავა, ვახტანგ ჩაჩანიძე, ეკატერინე კალატოზიშვილი, დარეჯან ხარშილაძე, მერაბ ნინიძე, ავთანდილ მახარაძე და მიშა გომიაშვილი ასრულებენ.

 

მძევლების გარდა ბერლინალეზე ნაჩვენები იქნება ნანა ექვთიმიშვილისა და სიმონ გროსის ფილმი ჩემი ბედნიერ ოჯახი, რატი ონელის დოკუმენტური ფილმი მზის ქალაქი და ნათია ნიკოლაშვილის ანიმაციური ფილმი ლილე.

 

https://on.ge

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 7923
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2020 საავტორო უფლებები დაცულია