საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
ელდარ შენგელაიას ფილმში პრემიერ-მინისტრის როლს ვიტალი ხაზარაძე შეასრულებს
2017/01/26 21:15:10

20-წლიანი პაუზის შემდეგ შერეკილების, არაჩვეულებრივი გამოფენისა და ცისფერი მთების რეჟისორი ელდარ შენგელაია ახალ ფილმზე მუშაობს.

 

სავარძელი - ასე ჰქვია შენგელაიას ახალ ფილმს, რომელიც ძალაუფლების მოყვარულ ადამიანებსა და ზნეობრივ საკითხებს ეხება.

 

როგორც ცნობილია, ფილმში მთავარ როლს ნიკა თავაძე ასრულებს. კინოსურათში ნინელი ჭანკვეტაძესა და ნანა შონიასაც ვიხილავთ.

 

აღსანიშნავია ისიც, რომ ელდარ შენგელაიას ახალ ფილმში ვიტალი ხაზარაძის სამსახიობო დებიუტი შედგება. ის პრემიერ-მინისტრის როლს შეასრულებს.

 

 

როგორც ელდარ შენგელაიამ On.ge-სთან საუბარში აღნიშნა, ფილმზე მუშაობა დიდი ხანია მიმდინარეობს და სავარძელს მაყურებელი სავარაუდოდ 2017 წლის თებერვალში იხილავს.

 

https://on.ge

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 8393
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია