დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
თურქეთში ბებიებს ხელფასი დაუნიშნეს
2017/01/26 19:51:43

ყველა ოჯახურმა წყვილმა, რომელსაც ჰყავს ბავშვები და დასაქმებული ბებიები, იცის, თუ რა რთულია ბავშვის დატოვება ვიღაცისთვის და ზოგჯერ სადმე ერთად წასვლა. მათ უწევთ ძიძის პოვნა, ეს კი არც ისე მარტივია და თანაც ძვირი სიამოვნებაა.

 

ჩვენ მოგიყვებით ერთ ცნობილ ქვეყანაზე, სადაც გენიალური გზა იპოვესდაუნიშნეს ხელფასი იმ ბებიებს, რომლებიც კვირის დღეებში ბავშვებს უვლიან.

 

ბავშვის მოვლა ყველაზე დიდი პრობლემაა დასაქმებული თურქი დედებისთვის, მაგრამ თურქეთის ხელისუფლებამ მარტივი გადაწყვეტილება იპოვა: გადაუხადოს ბებიებს, რომ მათ ბავშვებს მოუარონ. 2017 წლის თებერვალში თურქეთი საპილოტო პროგრამას ჩაუშვებს, რომელიც უზრუნველყოფს ბებიებს ხელფასით, სამუშაო დღეებში ბავშვებთან გატარებული დროისთვის და მათი მოვლისთვის.

 

მათ, ვისი პენსიაც 1 000-დან 1800-მდე თურქულ ლირას  ($ 250–450) შეადგენს, პროექტი აძლევს საშუალებას მიიღონ დამატებითი შემოსავალი, საკუთარ სახლში შვილიშვილების მოვლით.

 

პროექტის დაწყება ამ წლის თებერვალში, ორ პროვინციაში  — ბურსასა და იზმირში იგეგმება. პირველ ეტაპზე 1 000 ოჯახი იქნება ჩართული. 6 თვის შემდეგ კი პროგრამის შედეგებიდან და ანალიზიდან გამომდინარე ის თურქეთის სხვა პროვინციებშიც ამოქმედდება.

 

 

პროგრამა საშუალებას მისცემს ქალებს სრულ სამუშაო გრაფიკზე გადავიდნენ და უფრო მეტი გამოიმუშაონ. CNN Turk-თან მიცემულ ინტერვიუში თურქეთის შრომისა და ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ შვილიშვილებთან მუშაობით ბებიები დაახლოებით 400 ლირას მიიღებენ თვეში.

 

http://facts.ge

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 9581
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია