დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
გასტროგიდი
ესმა კუნჭულიას კულინარიული ბლოგი მადრიდიდან: "გადართეთ კუხნია ტვ:)))) დევიდ მუნიოსი აქ არის!!!!"
2017/01/26 06:59:24

ჩვენ უკვე ვწერდით, რომ საქართველოში ცნობილი კულინარიული ბლოგერი-ჟურნალისტი, ჟურნალ "პირველი კულინარის" შემქმნელი, "წოდორეთის მარნის" მთავარი დიასახლისი და ბორჯომის გასტროგიდი ესმა კუნჭულია 21 იანვრიდან მადრიდში იმყოფება, Madrid Fusion-ზე, მსოფლიო გასტრონომიულ კონგრესზე. ეს დღეეებია, მის მოკლე-მოკლე პოსტებს უამრავი მკითხველი ჰყავს სოციალურ ქსელში და დიდია მოლოდინი იმ დაანონსებული ექსკლუზიური სტატიების მიმართ, რასაც ის გვპირდება მსოფლიო გასტრონომიის ამ უდიდესი ეპიცენტრდან, რომ გაგვაცნობს თანამედროვე მსოფლიოს შეფ-ვარსკვლავებს, ახალ რეცეპტებს, რესტორნებს, ბარებს, ისტორიულ ღვინოებს!!!!

ჩვენს მკითხველს იმერული გასტრონომიული ექსპერიმენტები ელოდება სამომავლოდ, ესმასთან ერთად.

მანამდე კი უცვლელად გთავაზობთ კულინარიული შოკის ქვეშ მყოფი ესმა კუნჭულიას ცინცხალ ბლოგს დევიდ მუნიოსზე.

 

"თქვენ ახლა გძინავთ (საქართველო!) მე კი ნელ-ნელა მინდა, მივუხოხდე თემას, რომელმაც შოკში მამყოფა 4 დღე!!! და ამ შოკის გამო, ვერ ვახერხებდი წერას, მხოლოდ მსუბუქად ვპოსტავდი:)))) მაგრამ ჩემს გადამდებ შოკს თქვენ გრძნობდით და მე მიხარია, რომ გრძნობდით:))) ხვალიდან თავისუფალი ვარ...... მინდა გავექცე ამ შთაბეჭდილებებს.... უფრო სწორად, ცოტა ხნით დავემალო:)))))

ამ შუაღამისას ამოიწურა ჩემი შოკური თავგადასავალი მადრიდში, ყველაზე პოპულარულ გასტრონომიულ კონგრესზე!!!! სადაც (ჩემი მანიაკალური გასტრონომიული შეგრძნებების გამო) მიმიწვიეს (Thank For everything Madrid Fusion 2017, Mencia De Morales and Tourespana) და ბორჯომის გასტრო გიდს, რომელმა ჩემი გიჟური ინტერესი დააფასა..... და ელის!!!! სადაც დაწვრილებით, ნაბიჯ-ნაბიჯ აღვწერ, რა ვნახე, რა მოვისმინე, რა დავაგემოვნე და რა გადამხდა:)))) გასტროდღიურები ესმასგან ბორჯომის გასტრონომიულგიდში, სტატიები Ok! Magazine, კულინArt, და ჩემს შვილივით გაზრდილ "პირველ კულინარში":))))

 

 

მადლობა მადრიდს, გაწკრიალებულ, ლამაზად ჩაცმულ, მოდას აყოლილ და სულ ჟურნალიდან გადმომხტარ პუბლიკას:)))) და ხვალ დილით მატარებლით (იმედი მაქვს ბილეთს ვიშოვი!!!) ჩემი ჩემოდნებიანად გავემგზავრები ბარსელონისკენ - სადაც ლანა და აჩიკო და ალბერტ ადრია მელიან:))))

თემას მივუხოხდები: ანუ რომ ვერ და არ წარმოგვიდგენიათ ისეთი სისტემაა ჩართული მსოფლიო გასტრონომიაში! ქუხს,თუხთუხებს, იბრაწება, კარამელიზდება გემო,სუნი, შეგრძნებები.... მეცნიერულად, ღირსეულად, თავმოყვარედ!!!!!! ანუ ჩამომაქვს ის თემები და მიმართულებები, რაც უნდა გავითვალისწინოთ!!!! ამიტომ ყურადღებით ადევნეთ თვალი ჩემს სტატიებს!!!!

 

 

Madrid Fusion - მაინც ესპანურენოვანი სამყაროა!!!! ის უკვე 15 გრძელი წელია (ესპანურ ენაზე) ტარდება და უკვე ჰყავს თავისი ფილიპინური ფრენჩაიზი -  Madrid Fusion Manila! დაიმახსოვრეთ- კონგრესი ესპანურ ენაზე მიმდინარეობს!!!! ( ესპანურის მასწავლებელს ვეძებ! შემეხმიანეთ!!!)

ინგლისურენოვანებისთვის - სინქორნით!!! ანუ აქ დასწრების მსურველებმა ან ესპანური უნდავიცოდეთ და ან სხარტად ვფლობდეთ ინგლისურს.... რადგანაც ყოველ 30 წუთში იცვლება სცენაზე შეფი, ინგრედიენტები, თემები და თუ ამ თამაშს, შოუს არ აჰყვებით - მოგბეზრდებათ!!!! ამ ტემპმა (ცოტა) გადამღალა!!!! ჩემს გონებაში თუხთუხებენ შთაბეჭდილებები;))))

მოსაყოლი მომავალ მადრიდ ფუჟენამდე არ ამომეწურება!!!! ჩემს კულინარულ ლაბორატორიაში ყველაფერს გავაცოცხლებ:)))

და ბოლოს: დაიმახსოვრეთ ფოტო, რომელიც ამ პოსტს ახლავს!!!! ის გენიოსია!!!! ერთ წელში აკრიფა 3 მიშლების ვარსკვლავი!!!! მას ლონდონში კულინარიის ბექხემს უწოდებენ, ხშირად მოდელობს, დიდი ხანი იყო Mercedes Benz - ის სახე!!!

 

სცენაზე მოაწყო ის, რაც ვერავინ შეძლო(რაის ჯეიმი ოლივიერი:))))))) არ გამიგოს ჯეიმიმ:))) 

დისკო მუსიკა, დამხმარეები ტემპში, 30 წუთში 4 კერძი, 4 კოქტეილი (ბარმენის და შეფის ტანდემი ცალკე მოსაყოლია, მქუხარე ტენდენციააა:)))) აზია, აფრიკა, ევროპა, ამერიკა - გააჯაზა, დამიქსა, კედლებზე გავიდა!!!! სულ ბებიაჩემის ქვასანაყით ნაყა, რაც სჭირდებოდა (არავითარი ბლენდერი!!) ჰიბისკუსის ყვავილით გააწითლა სოუსები.... ო, გოდ.... ო, გოდ....

სისხლიანი მერი - 3 -ჯერ შებოლილი პომიდვრებით და გადახრუკული კრაბებით (იქვე - ბარმენმა გადახრაკა).

მე შოკში ვარ!!!! ის - აღარ:)))) მის რესტორნებში (ლონდონში, მადრიდში) 1 პერსონა 170 ევრო ღირს.... ან მეტი!!!! არადა,ვიდრე აამუშავებდა, იატაკზე, რესტორნის დარბაზში ეძინა:((((

მხოლოდ 38 წლის არის!!!! პრეზიდენტებზე პოპულარულია..... შლეიფად დასდევენ ფანები!!!!

დაიმახსოვრეთ: მისი სახელი და გვარია Dავიდ Mუñოზ!!!!

აუუუუუ, აა უუ ააა უუ!!!! გადართეთ კუხნია ტვ, რაის ჯეიმი ოლივიერი:((((("

 

ესმა/მადრიდი/ Mადრიდ Fუსიონ 2017

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 17910
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია