დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ყველაზე გრძელი ხიდი მსოფლიოში
2017/01/26 01:53:27

თანამედროვე ინჟინერიის სასწაულმა, მსოფლიოში ყველაზე გრძელმა ხიდმა, რომლითაც იაპონიის უდიდესი კუნძული ჰონსიუ, კუნძულ სიკოკუს დაუკავშირდა, ახალი სამშენებლო ინოვაციების განვითარებას ბიძგი მისცა და ამით გზა გაუხსნა უფრო გრძელი ხიდების აშენების პრაქტიკას.

 

აკაში -კაიკიოს დაკიდებული ხიდის მშენებლობა, რომელსაცმარგარიტის ხიდსაცუწოდებენ, 1998 წელს დასრულდა. მისი ცენტრალური მასალა 1991 მეტრის სიგრძისაა და მსოფლიოს სხვა დიდ ხიდებს ბევრად აღემატება. წინა რეკორდის მფლობელი დანიის სტორბელტსრონი (“დიდი ბელტის ხიდი”) იყო, რომელიც იმავე წელს გაიხსნა და აკაშიკაიკიოზე 366 მეტრით მოკლეა. სანფრანცისკოს ცნობილიოქროს კარიბჭეკი იაპონურ რეკორდსმენს 710 მეტრით ჩამორჩება

 

ხიდის აშენების იდეა მას შემდეგ გაჩნდა, რაც 1995 წელს, სრუტეში ორი ბორანი ჩაიძირა და მრავალი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 168 ბავშვი. აკაშის სრუტე სახიფათო საზღვაო მონაკვეთია. ძლიერი ქარი და შტორმი აკაშის სრუტისთვის ჩვეულებრივი მოვლენაა. ამ დროს მოქცევითი დინების სიჩქარე 4,5 /წმ- აღწევს.

 

ხიდის დაპროექტებისას არქიტექტორებსა და ინჟინრებს უპრეცედენტოდ გრძელი ხიდის მალის გარდა, სხვა სირთულეების გადალახვაც უწევდათ. რეგიონში ხშირია მიწისძვრა. თვით ხიდის მშენებლობის დროსაც მოხდა მიწისძვრა. შედეგად საყრდენმა კოშკებმა ადგილი იმდენად შეიცვალეს, რომ ხიდი დაგეგმილზე ერთი მეტრით გრძელი გამოვიდა. ამ პრობლემების დასაძლევად უახლესი სამშენებლო მეთოდები გამოიყენეს. ხანგრძლივი შემოწმების შედეგად (რომლის დროსაც მსოფლიოში უდიდესი აეროდინამიკური გვირაბი აიგო) ხიდის ათწლიანი მშენებლობა დაიწყო. გამოიყენეს ინოვაციური სამშენებლო მასალები და სისტემა.

 

საძირკველი ახალი სახის ცემენტით გაამყარეს, ხიდის ბურჯები სქელ ფირფიტებზე დადგეს და უნიკალური მეთოდით ისე გაამაგრეს, რომ ქარის ძლიერ წინაღობას უძლებს. ბაგირები, რომლებითაც ხიდია დაკიდებული, სპეციალურად დაამზადესთითოეული მათგანი 36 830 მავთულისგან არის დაწნული, ყოველი ბაგირის დიამეტრი 1,12 მეტრია. შემდეგ დემპფერები დაამზადეს, რომლებიც ხიდის რხევას აკონტროლებს. ხიდი ყოველ დღე თითქმის 2 მეტრით ფართოვდება და ვიწროვდება.

 

 

შედეგად მივიღეთ ელეგანტურად დაპროექტებული ხიდი, რომელიც ეპიცენტრიდან 150 კილომეტრის მოშორებით რიხტერის სკალით 8,5 მაგნიტუდის მიწისძვრას და 286 კმ/სთ სიჩქარის ქარს უძლებს. მისი ორი კოშკი 298 მეტრის სიმაღლისაა.

 

http://www.city.kvira.ge

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 10237
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია