დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
მზის პანელებიანი ​პირველი საავტომობილო გზა​ საფრანგეთში
2017/01/26 00:50:56

მზის პანელებიანიპირველი საავტომობილო გზა მსოფლიოში, ნორმანდიაში, სოფელ ტურუვრ--პერშში გაიხსნა. პანელები, რომლებმაც მიღებული მზის სინათლისგან ელექტროენერგია უნდა გამოიმუშაონ, ერთი კილომეტრის სიგრძეზე განალაგეს.

 

გზა საზეიმოდ გახსნა საფრანგეთის ენერგეტიკისა და ეკოლოგიის მინისტრმა სეგოლენ რუალმა. იმავე დღეს დაიწყეს ორწლიანი ტესტირება იმის დასადგენად, საკმარისი იქნება თუ არა გამომუშავებული ელექტროენერგია გზის პირას არსებული დასახლების განათებისა და გასათბობად, სადაც 3 400 ადამიანი ცხოვრობს.

 

როგორცგარდიანიიტყობინება, გზის ამ მონაკვეთის მშენებლობაზე 5 მილიონი ევრო დაიხარჯა, დაფინანსება სახელმწიფომ გამოყო. მზის პანელებმა მანამდე ტესტირება საფრანგეთის რამდენიმე საპარკინგე ადგილას გაიარეს. მინისტრი იმედოვნებს, რომ ალტერნატიული ენერგიის მისაღებად მომავალში, ქვეყნის გზების ყოველ 1000 კმ-ზე ამგვარი ბატარეები მოეწყობა და შესაბამისად გზები განათდება.

 

თუმცა, ავტობანების ამგვარად მოდერნიზების იდეას ყველა ექსპერტი როდი უჭერს მხარს. მათი აზრით, ასეთ პროექტებში საზოგადოებრივი ფული არაეფექტიანად იხარჯება და სამ მიზეზს ასახელებენ. პირველ რიგში საფრანგეთის ამ რეგიონში სულ 44 მზიანი დღეა წელიწადში, მაშინ, როდესაც მარსელში ასეთი დღეები 170-ია. მეორემიიჩნევა, რომ მზის პანელების სახლების სახურავებზე დამონტაჟება გაცილებით ეფექტიანია, ვიდრე ასფალტის საფარიან გზაზე და მესამეორი წლის წინათ ნიდერლანდებში მსოფლიოში პირველი მზის პანელებიანი ველობილიკი გაიხსნა, რომელმაც ამ დროის განმავლობაში 170-ჯერ ნაკლები ღირებულების ელექტროენერგია გამოიმუშავა, ვიდრე მის მშენებლობაზე დაიხარჯა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ასეთი სიახლებისგან ფინანსური ეკონომიის მიღება ჯერ კიდევ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.

 

 

საავტომობილო გზებისთვის მზის პანელების ამერიკელმა მეცნიერებმა სკოტ და ჯული ბრუსებმა შექმნეს. მათი გამოგონების თანახმად, ამ წყაროდან მიღებული ელექტროენერგია უნდა ეყოს გზის გათბობას, რათა ზამთრის სეზონზე მოყინვისგან იყოს დაცული. ასევე, უნდა განათდეს თავად ქუჩა, საგზაო მოძრაობის ნიშნები და მონიშვნები. გარდა ამისა, ექნება დამატებითი ფუნქცია, მაგალითად მძღოლის გაფრთხილება ავტოსაგზაო შემთხვევისა და გზაზე ცხოველების არსებობის შემთხვევაში. ასევე, ელექტროენერგიით უნდა მომარაგდეს გზის მიმდებარედ არსებული დასახლებული პუნქტები.

 

http://www.city.kvira.ge

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1694
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია