დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
გოგონა, რომელიც ცნობილ ტილოებს აბრეშუმის ქსოვილზე აცოცხლებს
2017/01/26 00:03:08

სსიპდელტასთანამშრომელი, გაყიდვების სპეციალისტი ​​მეკო გელაშვილი, ქარგვითა და ფოტოგრაფიით არის გატაცებული. შეიძლება ითქვას, მის პროფესიულ საქმიანობას მხატვრობასთან არაფერი აქვს საერთო, მაგრამ მეკომ საკუთარ თავში ეს ნიჭი აღმოაჩინა და გაჩერებას არ აპირებს.

 

ყოველი მომდევნო სურათის დასრულების შემდეგ, ახალი იდეა ჩნდება და საქარგავ პრინტზე გადატანილი მსოფლიოში ცნობილი ტილოებისთვის ახალი სიცოცხლის შთაბერვის გარდა, გეგმავს ნაქარგები, მის მიერ გადაღებული ფოტოების მიხედვითაც შექმნას. ქართველი ხელოვანი გოგონას მიერ, ​აბრეშუმის ქსოვილზე, ფერადი ძაფებით გაცოცხლებული იმპრესიონისტების ნახატები უკვე მოხვდა, რამდენიმე უცხოური გამოცემის გვერდზე, მის შესახებ უცხოელი ბლოგერებიც წერენ და მკითხველს აცნობენ ქართველ გოგონას, რომელიც იმპრესიონისტების ნამუშევრებს ნემსითა და ძაფით აცოცხლებს.

 

აი რას წერს მეკოს შესახებ ერთ-ერთი ამერიკელი ბლოგერი მარტა სტიუარტი: “ქართველმა მხატვარმა, რომელიც თბილისში ცხოვრობს, საკუთარი ჰობის ხელოვნების ნიმუშად გადაქცევის უნიკალური საშუალება მონახა. ის იღებს ცნობილი ტილოების ასლს და იმდენად ზუსტად ქარგავს მათ, რომ შეიძლება ხელოვნების ნიმუშად ჩაითვალოს”.

 

მეკო გელაშვილი, ქარგვისა და იმპრესიონისტების მიმართ სიყვარულს ერთმანეთში აზავებს, რათა მსოფლიოში ცნობილი ტილოების დაუჯერებლად ზუსტი ასლი შექმნას. კლოდ მონესა და ვან გოგის შემოქმედებით შთაგონებული მეკო, მათ ზოგიერთ ტილოს, აბრეშუმის ქსოვილისა და ლენტების მეშვეობით ახალ სიცოცხლეს ანიჭებს. ის თვითნასწავლია. ქართველი ხელოვანი გოგონას და თბილისის შესახებ უფრო მეტი ინფორმაცია, შეგიძლიათ ფეისბუქის მეშვეობით შეიტყოთ”, – წერს პორტალი ცრეატივე ბოომ-.

 

როდის დაწყო ქარგვა 23 წლის მეკო გელაშვილმა და რა სამომავლო გეგმები აქვს, ამის შესახებსითი კვირასესაუბრა.

 

ქარგვით უკვე 4 წელია გატაცებული ვარ, რაც დედაჩემის დამსახურებაა. დედა უკვე წლებია ამ საქმითაა დაკავებული და ვთვლი, რომ საოცარ ნამუშევრებს ქმნის. დედაჩემის შთაგონებით დავიწყე ეს ყველაფერი. სულ პირველად გოგონას პორტრეტი მოვქარგეარსებობს ქარგვის, რამდენიმე სახეობა. მე, ძირითადად, წყლით ქარგვით ვარ გატაცებული, რაც მთლიანად ძაფითა და ნემსით ხატვას გულისხმობს.

 

რა დროს ანდომებთ თითო ნამუშევრის შექმნას?

 

-გააჩნია სირთულესა და ზომას. მაგალითად, ვან-გოგის ერთ-ერთ ტილოს 3 თვის განმავლობაში ვქარგავდი. საშუალო სირთული ტილოებს კი 3-4 კვირას ვანდომებ.

 

მუშაობის პროცესში რაში მდგომარეობს მთავარი სირთულე?

 

მთავარია, ზუსტად აირჩიო ფერები, სწორად განსაზღვრო ჩრდილები და მათი მიმართულება.

 

ფერების შერჩევის უნარი, რამდენად მნიშვნელოვანია სურათის საბოლოო სახის მისაღებად?

 

-ეს, რა თქმა უნდა, მთავარია, რადგან ფერებს თვითონ არჩევ. შესაძლოა, მაგალითად, ერთ ფოთოლს ხუთი განსხვავებული ტონის მწვანე ფერი დასჭირდეს.

 

თქვენს მიერ შექმნილ ნამუშევრებს შორის არის ცნობილი მხატვრების ტილოების მიხედვით შექმნილი ნაქარგები. ეს ერთგვარი ექსპერიმენტია თუ საკუთარი თავის მიმართ გამოწვევა?

 

ერთიც და მეორეც. შემიძლია, ავიღო კალათა, რომელიც ყვავილებითაა სავსე და მოვქარგო, რაც ასევე სასიამოვნოა, თუმცა, მე მაინც ცნობილი მხატვრების ტილოების მოქარგვა მანიჭებს დიდ სიამოვნებას.

 

თბილისის თემაზე შექმნილი ნაქარგები თუ გაქვთ?

 

-კი, მაქვს მოქარგულიძველი თბილისიჯვარედინი ქარგვის ტექნიკით.

 

თქვენი აზრით, იყო ხელოვანი ეს არის თანდაყოლილი ნიჭი, თუ დიდი სურვილის შემთხვევაში შესაძლებელია შეისწავლო და გახდე ცნობილი?

 

ხელოვნების აღქმა და შემდეგ მისი გადმოცემა საკუთარი შემოქმედებით ნამდვილად ნიჭია, რომელიც, ვფიქრობ, ყველა ჩვენგანს გააჩნია, უბრალოდ, ზოგჯერ ეს ნიჭი დამალულია და დიდ დროს ვანდომებთ მის აღმოჩენას. ვფიქრობ, თუ მოინდომებ, შეისწავლი ყველაფერს და გახდები ცნობილიც.

 

ნემსთან, ძაფთან და ქსოვილთან გაქვთ საქმე, ალბათ, კერვაც იცით?

 

-არა, კერვასთან და ქსოვასთან არ მაქვს შეხება.

 

მუსიკა თუ გიყვართ, ძალიან ხშირად მხატვრის შთაგონების წყარო მუსიკა ხდება ხოლმე. თქვენთვის  რა არის შთაგონების წყარო?

 

-დიახ, მუსიკა ჩემი ცხოვრების თანმდევი ნაწილია. ძალიან მიყვარს სიმღერა და, რამდენიმე წლის წინ, ამ საქმითაც ვიყავი გატაცებული, უბრალოდ, ვეღარ დავუთმე დიდი დრო და, ასე ვთქვათ, პროფესიად ვერ ვაქციე.​ მე და დედას კარგი და თბილი ურთიერთობა გვაქვს. ერთადერთი, რასაც ყოველთვის მსაყვედურობს, ის არის, რომ სიმღერას არ გავყევი. ძალიან ხშირად მეუბნება ხოლმე, – კარგი, ნუ გამოხვალ პროფესიონალი მომღერალი, უბრალოდ, ზოგჯერ მაინც წაიღიღინეო.

 

-რამდენი ხანია ფოტოგრაფიით ხართ გატაცებული

 

-ფოტოებს ვიღებ ტელეფონით უკვე 3 წელია. მიყვარს მთების, მზის ჩასვლის და სხვა ლამაზი ხედების გადაღება. ასევე, მიცდია პორტრეტიც.

 

-თქვენი აზრით, არ არის ფოტოგრაფია?

 

-ფოტოგრაფია ერთ-ერთი საშუალებაა, გამოხატო ნამდვილი ემოცია სიტყვების გარეშე. ის არ განსხვავდება მხატვრობისგან, ქარგვისგან და .. ის ერთ-ერთი ძალიან მაღალი დონისა და ფასეულობის მქონე ხელოვნებაა.

 

გამოფენის მოწყობას გეგმავთ?

 

​- დღემდე არც ერთ გამოფენაში არ მიმიღია მონაწილეობა, თუმცა, ახლო მომავალში ვგეგმავ ნამუშევრების გამოფენას.

 

 

ესაუბრა შორენა პაპაშვილი

 

http://www.city.kvira.ge

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 10428
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია