საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
"ეს ქალაქი ჩვენია!" - ქუთაისელთა ვიდეომიმართვა მაკდონალდსის მშენებლობის წინააღმდეგ
2017/01/25 10:46:06

 

მას შემდეგ, რაც ქუთაისის ისტორიულ ცენტრალურ მოედანზე გამოიკრა ბანერები, რომ აქ მაკდოლადსი უნდა აშენდესო, ქალაქმა თითქოს გამოფხიზლება დაიწყო. ეს ფაქტი ხომ თითოეული ქუთაისელისთვის სილის გაწვნის ტოლფასია.

 

მოქალაქეთა აქტიურობას და სამოქალაქო აქტივიზმს კი ბევრი რამ შეუძლია... იქნებ დაყრუებული და დაბრმავებული ხელისუფლება და მაკდოლადსის ქსელის მფლობელიც გამოაფხიზლოს ქუთაისელების ხმამაღალმა მოთხოვნებმა. რადგან ერთ-ერთი მათგანის თქმისა არ იყოს, "ეს ქალაქი ჩვენია და არა მხოლოდ იმათი, ვისაც ბევრი ფული და ძალაუფლება აქვთ".


გთავაზობთ ქუთაისელთა  ვიდეო-მიმართვას, რომელიც ქალაქის ცენტრალურ მოედანზე  მაკდონალდსის მშენებლობას უკავშირდება. 

ვიდეომიმართვაში ხაზგასმით აქცენტირებულია, რომ ბიზნესინვესტიციების წინააღმდეგი არავინაა და მაკდონალდსის შენობა შეიძლება სხვაგან აშენდეს და არა - მაინცადამაინც ქალაქის ცენტრალურ მოედანზე და ისიც - ტროტუარზე.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1388
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია