დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
"შევა მაკდონალდსში, შევა ეკლესიაში" - როგორ აპირებენ ქუთაისელების "დაბოლებას"
ავტორი: ლიკა დევდარიანი
2017/01/25 01:53:56

ქუთაისის ისტორიულ ნაწილში მაკდონალდსისმშენებლობაზე ინფორმაციას ქალაქში საკმაოდ დიდი  ვნებათაღელვა მოჰყვა. ამ საკითხთან დაკავშირებით ქუთაისის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ღია დისკუსია გაიმართა. http://www.psnews.ge/index.php?m=68&news_id=60474

 

დისკუსიაზე მოწვეული იყო კომპანია „მაკდონალდსის“ წარმომადგენელი, რომელიც დამსწრე პირების დარწმუნებას გაუმართავი და დაუსრულებელი წინადადებებით შეეცადა, თანაც ისეთი ფრაზებით, რომლითაც აუდიტორიის აღშფოთება გამოიწვია. შეიძლება ითქვას, რომ კომპანია „მაკდონალდსის“ წარმომადგენელმა „იბოდიალა“ და სცადა ქუთაისლების „დაბოლება“ მილიონი ლარის შეტანით ქალაქის ბიუჯეტში და „მაკდონალდსის“ ბრენდის პოპულარობით ევროპელ ტურისტებში - „შევა „მაკდონალდსში,“ შევა ეკლესიაში“ - განაცხადა კომპანიის წარმომადგენელმა.

 

„ქალაქის ბიუჯეტში მილიომ ლარს. ამას უნდა მივაქციოთ ყურადღება. ან რატომ ქალაქის ცენტრში ხომ?! იმიტომ რომ ეს ისტორიული კვეთის ადგილია, ეს ზონა, თვალხედვის ადგილი თანამედროვეობასა და ისტორიულ ნაწილს შორის, ძალიან მნიშვნელოვანია.

 

ბევრი ევროპელი ტურისტი რომ ჩამოდის, ევროპელმა არ იცის...  ყველაზე თვალთახედვის ადგილი არის „მაკდონალდსი“ -   შევა „მაკდონალდსში,“ შევა ეკლესიაში... მეორე კიდევ, ეს ადგილი კეთილეწყობა, ხდება გამწვანება, თანამედროვე იერსახის მიღება, დღეს ხომ ვიცით რაც ხდება იმ ადგილას, რავიცი მე მგონი არც ერთ ქუთაისელს ის ადგილი...“ - ამბობს „მაკდონალდსის“ წარმოამდგენელი.

 

 

გთავაზობთ საუბრის მოკლე ვიდეო-ჩანაწერს.

 

 

ლიკა დევდარიანი

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2251
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია