დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
მუცოს რეაბილიტაცია გრძელდება
2017/01/24 18:09:18

მუცოს რეაბილიტაცია საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსა და ისტორიულ ძეგლთა დაცვისა და გადარჩენის ფონდის ერთობლივი პროექტი.

 

მდინარე არდოტის მარჯვენა ნაპირზე მდებარე მაღალმთიან დასახლებათა შორის, მუცო ყველაზე მიუვალი სიმაგრეა. ის უძველესია პირიქითა ხევსურეთში და გამოირჩევა მეტად საინტერესო და თვითმყოფადი ურბანული სტრუქტურით.

 

რთულ რელიეფზე, ტერასულად განლაგებული ციხე-სახლები ფიქალისაა და მშრალი წყობითაა ნაგები. მიტოვებული და ძლიერ დაზიანებული ნასოფლარის შესწავლა ჯერ კიდევ 1989 წელს დაიწყო.

 

2004 წელს კიდევ ერთხელ აიზომა ძეგლი, ხოლო 2008 წელს ჩატარდა სრული სარესტავრაციო გამოკვლევა და მომზადდა მასალა მუცოს რეაბილიტაციისათვის.

 

2014 წელს დაიწყო აღდგენითი სამუშაოები, სადაც გამოიყენეს ტრადიციული მასალა ფიქალი, რომელსაც დღესაც ადგილზე მოიპოვებენ ოსტატები.

 აღდგენილია: დანგრეული კედლები, ქვის კიბეები, გადახურვის კოჭები, აივნები. დამზადებულია მუხის ხის კარ-სარკმელი,  დასრულებულია ციხე-სახლების დიდი ნაწილის გადახურვა.

 

 

რეაბილიტაციის წყალობით, ერთი ოჯახი უკვე გადავიდა მუცოში საცხოვრებლად.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 8388
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია