საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
საპარლმენტო უმცირესობამ ვიცე-პოლკოვნიკ ცერცვაძესთან დაკავშირებით ხელისუფლება უმოქმედობაში დაადანაშაულა
2017/01/24 13:10:14

პარლამენტის ბიუროს სხდომაზე საპარლამენტო უმცირესობის წევრმა, ელენე ხოშტარიამ უკრაინაში დაკავებულ ვიცე-პოლკოვნიკ გიორგი ცერცვაძესთან დაკავშირებით  კოლეგებს შესაბამისი რეაგირებისკენ  მოუწოდა. როგორც ხოშტარიამ განაცხადა, მიზანშეწონილია თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე  შინაგან საქმეთა, საგარეო საქმეთა და იუსტიციის მინისტრები მოიწვიონ.

 

საპარლამენტო უმცირესობის წევრებმა, საკითხთან მიმართებაში, ხელისუფლება უმოქმედობაში დაადანაშაულეს. საპარლამენტო უმრავლესობის წევრთა განცხადებით კი, საპარლამენტო უმცირესობა საკითხის პოლიტიზირებას ცდილობს.

 

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, იგი უკვე დაუკავშირდა  სხვადასხვა უწყების წარმომადგენლებს, ვისგანაც შესაბამისი ინფორმაცია მიიღო.

 

 „ჩვენი სახელმწიფო იცავს საკუთარ მოქალაქეებს, ასე, რომ სახელმწიფო გააგრძელებს მუშაობას და ზრუნვას, რომ უკანონოდ და უსაფუძვლოდ არ მოხდეს ამ ადამიანის დაკავება“, - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა  და კოლეგებს მოუწოდასაკითხის პოლიტიზირების ნაცვლად, კონკრეტული ადამიანის ბედით დაინტერესდნენ.

 

რაც შეეხება პარლამენტში მინისტრების მოწვევის საკითხს, პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის  განცხადებით, ეს საკითხი პარლამენტის რეგლამენტით არის განსაზღვრული და პროცედურებიც შესაბამისად უნდა წარიმართოს.

 

ჩვენ გვაქვს რეგლამენტი, საქართველოს პარლამენტი მუშაობს რეგლამენტის შესაბამისად და რეგლამენტის შესაბამისად წარიმართება პროცედურები. მათ შორის ის, თუ როგორ უნდა მოვიწვიოთ ჩვენ მინისტრი კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით, განისაზღვრება რეგლამენტით. აქ არის დაყენებული მოთხოვნა, რომელიც არ შეესაბამება რეგლამენტით დადგენილ პროცედურებს, არ შედის ბიუროს კომპეტენციაში“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ

 

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ზუსტად ისევე გვადარდებს ჩვენ ჩვენი თანამემამულის ბედი, როგორც თითოეულ თქვენგანს. ჩვენ ვართ აქ საქართველოს პარლამენტის წევრები, განვასახიერებთ საკანონმდებლო ორგანოს, ხალხის მანდატი გვაქვს მონიჭებული და ჩვენი მანდატის ერთ-ერთი უმთავრესი მისია მდგომარეობს იმაში, რომ თითოეული ჩვენი მოქალაქე მაქსიმალურად დავიცვათ, მით უმეტეს, იმ მდგომარეობაში, რაზეც ახლა ვსაუბრობთ. ეს არის ჩვენი ინტერესი. მაგრამ კიდევ ერთხელ - ბიუროს აქვს თავისი ფუნქცია. მინისტრის მოწვევას კი აქვს თავისი წესი, მათ შორის, თქვენც გაქვთ უფლებამოსილება, რომ მოიწვიოთ მინისტრი. ჩვენი პოზიცია და სურვილი არის ის, რომ მაქსიმალურად იყოს საკითხი შესწავლილი და მაქსიმალურად იყოს დაცული ჩვენი თანამოქალაქის ინტერესები. ეს არის პოზიცია და სურვილი. დანარჩენი უნდა წარიმართოს რეგლამენტის და პროცედურის შესაბამისად და ამასთან დაკავშირებით უნდა შევთანხმდეთ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ და აღნიშნა, რომბიუროს სხდომის დასრულებისთანავე, შეგვიძლია ამ საკითხთან დაკავშირებით, ნებისმიერ ფორმატში გავაგრძელოთ კონსულტაციები“. ამის შემდეგ ბიურომ დღის წესრიგით განსაზღვრულ საკითხებზე იმსჯელა.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1163
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია