საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
პროგრამა „აწარმოე საქართველოში" ფარგლებში კიდევ ორი ახალი საწარმო შეიქმნება
2017/01/24 12:30:42

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინფორმაციით, დიდ ლილოში ამოქმედდება სამშენებლო მასალების მწარმოებელი საწარმო, სადაც 3,5 მილიონ ლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდება და სახელმწიფოსგან სიმბოლურ ფასად გადაეცემა 1 ჰექტარამდე მიწის ნაკვეთი. მეორე პროექტი არის მინისა და მინის ნაწარმის მწარმოებელი საწარმო, რომელშიც მილიონ ლარამდე ინვესტიცია განხორციელდება.

 

გიორგი კვირიკაშვილის განმარტებით, მთავრობა ქვეყანაში წარმოების განვითარების ხელშესაწყობად მთელ რიგ ნაბიჯებს დგამს.

 

მთავრობა დამწყებ ბიზნესს ეხმარება რამდენიმე მიმართულებით: სახელმწიფოს ხელში არსებული ქონების უსასყიდლოდ გადაცემა, სესხის სუბსიდირება სტარტაპის, ანუ დაწყების პერიოდში 2 წლის განმავლობაში და კომერციულ ბანკებში მოთხოვნილი გირაოს ნახევრის უზრუნველყოფა" - განაცხადა პრემიერმა.

 

გარდა ამისა, აწარმოე საქართველოში" ფარგლებში, ცნობილი ქართველი დიზაინერი ზვიად ციკოლია საქართველოში ახალი საწარმოს გახსნას გეგმავს, რაც პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მთავრობის მხრიდან მხარდაჭერილი იქნება.

 

 

მინდა მივესალმო იმ ინტერესს, რომელიც ბოლო დღეებში გამოთქვა მსოფლიოში ცნობილმა ქართველმა დიზაინერმა ზვიად ციკოლიამ, რომ ამ პროგრამის ფარგლებში შექმნას საწარმო საქართველოში. ჩვენ მზად ვართ, პროგრამის ფარგლებში, სრული თანადგომა გავუწიოთ ამ პროექტს, რათა მაქსიმალური სარგებელი მიიღოს ჩვენმა ქვეყანამ ჩვენი ნიჭიერი თანამოქალაქეებისგან, რომელებიც მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში წარმატებით მოღვაწეობენ," - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 7993
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია