საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
საკონსტიტუციო კომისიის ადგილობრივი თვითმმართველობის საკითხთა სამუშაო ჯგუფმა პირველი სხდომა გამართა
2017/01/23 17:53:52

საკონსტიტუციო კომისიის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მოწყობისა და ადგილობრივი თვითმმართველობის საკითხთა სამუშაო ჯგუფმა პირველი სხდომა გამართა.

 

მუშაობა სამ ეტაპად წარიმართება და  დღევანდელ შეხვედრაზე საქართველოს კონსტიტუციის შესაბამის თავების და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსის კონსტიტუციურ კანონის არსებულ ტექსტებს დეტალურად განვიხილოთ. გამოთქმული მოსაზრებების შესაბამისად, მეორე სხდომისთვის შესაძლებელი იქნება პირველადი პროექტის შემუშავება, რომელიც ასევე მუხლობრივად იქნება განხილული და ბოლო, მესამე სხდომისთვის უკვე შეგვეძლება   კონსტიტუციური თავების კიდევ ერთხელ გადამუშავებული რედაქტირებული ვარიანტის მომზადება და საბოლოო შეჯერება“ - განაცხადა საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარემ, პარლამენტის სპიკერმა ირაკლი კობახიძემ.  პარლამენტის თავმჯდომარე დამსწრე წევრების აქტიურობით კმაყოფილია.

 

პარლამენტის თავმჯდომარემ სამუშაო ჯგუფის წევრებს ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების, სასამართლო ხელისუფლების, საქართველოს კონსტიტუციის პრეამბულისა და ზოგადი და გარდამავალი დებულებების საკითხთა სამუშაო ჯგუფთან გამართული შეხვედრის შედეგები გააცნო და აღნიშნა, რომ პირველ სამუშაო ჯგუფთან შეხვედრისას, როდესაც  კონსტიტუციის შესავალი ნაწილი განიხილებოდა, კომისიის წევრები ტერიტორიული მოწყობის საკითხებს უკვე შეეხნენ, გამომდინარე იქიდან, რომ ტერიტორიული მოწყობის დებულებები სწორედ კონსტიტუციის პირველ თავშია წარმოდგენილი.

 

 

საკონსტიტუციო კომისიის სამუშაო ჯგუფმა მუშაობა კონსტიტუციის პირველი თავის მეორე მუხლის  დეტალური განხილვით დაიწყო

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1120
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია