დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ყოფილი ტყვეები დახმარებას მიიღებენ
2009/11/12 14:00:24

სა­ქარ­თვე­ლო­ში მცხოვ­რებმა მე­ო­რე მსოფ­ლიო ომის 165-მა ტყვედყოფილ­მა მო­ნა­წი­ლემ ჰუმა­ნი­ტა­რუ­ლი დახმა­რება ქარ­თულ-უკ­რა­ი­ნუ­ლი სა­ზო­გა­დოება „მე­გობრობის“ დახმა­რებით უკ­ვე აი­ღო. ამ კა­ტე­გო­რი­ის მო­ქა­ლა­ქეების მო­ძიება და რე­გის­ტრა­ცია ისევ გრძელ­დება.

„მე­გობრობა“ გერ­მა­ნუ­ლი არა­სამ­თავ­რობო ორ­გა­ნი­ზა­ცია „კონ­ტაქ­ტე-კონ­ტაქ­ტის“ პარ­ტნი­ო­რია. ბერ­ლინ­ში და­ფუძ­ნებული ორ­გა­ნი­ზა­ცია, ძი­რი­თა­დად, შე­მო­წი­რუ­ლობებით ფი­ნან­სდება.

„კონ­ტაქ­ტე-კონ­ტაქ­ტმა“ უკ­რა­ი­ნულ სა­ზო­გა­დოებას­თან ხელ­შეკ­რუ­ლება გა­სუ­ლი წლის დე­კემბერ­ში გა­ა­ფორ­მა და 300-ევ­რო­ი­ა­ნი დახმა­რება უკ­ვე გა­დას­ცა ომის 165 მო­ნა­წი­ლეს.

სა­ზო­გა­დოება „მე­გობრობის“ ვი­ცე-პრე­ზი­დენ­ტი ნუგ­ზარ ან­დღუ­ლა­ძე აღ­ნიშ­ნავს, რომ მათ­თან პი­როვ­ნებამ პი­რა­დობის და­მა­დას­ტუ­რებელ საბუთ­თან ერ­თად უნ­და წარ­­ად­გი­ნოს ის დო­კუ­მენ­ტი, რო­მე­ლიც მის ტყვედ ყოფ­ნას ადას­ტუ­რებს, ამის შემ­დეგ საბუთები გერ­მა­ნი­აში იგ­ზავ­ნება. რი­სი გა­და­მოწ­მების შემდეგაც ჩა­მო­დის დახმარება.

„ბიუ­როკ­რა­ტი­უ­ლი ბარი­ე­რი არ არ­სებობს, ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­და­მოწ­მების შემ­დეგ, თანხა მა­ლე­ვე, პირ­და­პირ ჩვე­ნი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის სპე­ცი­ა­ლურ ან­გა­რიშ­ზე ირიცხება. უკ­ვე თით­ქმის მო­ვი­ცა­ვით და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო და ამჯერად სამცხე-ჯავახეთ­სა და თი­ა­ნეთ­ში და­იწყება ტყვედყოფი­ლების რე­გის­ტ­რა­ცი­ა,“ – აღ­ნიშ­ნავს ნუგ­ზარ ან­დღუ­ლა­ძე.

ხშირ შემთხვე­ვა­ში ეს ორ­გა­ნი­ზა­ცია ინ­ფო­რ­მა­ცი­ას  ვე­ტე­რა­ნთა საქ­მეების დე­პა­რ­ტა­მენ­ტი­დან იღებს.

ქარ­თულ-უკ­რა­ი­ნუ­ლი სა­ზო­გა­დოებისა და „კონ­ტაქ­ტე-კონ­ტაქ­ტის“ კავ­ში­რები სა­მო­მავ­ლოდ სხვა ფორ­მი­თაც  გაგ­რძელ­დება.

მა­ლე ეს გერ­მა­ნუ­ლი ორ­გა­ნი­­ზა­ცია სა­ქარ­თვე­ლო­ში სტუმ­რობასა და ყოფილ ტყვეებთან შეხვედ­რა­საც გეგ­მავს.

გერ­მა­ნე­ლები ქარ­თვე­ლი ტყვეების მო­გო­ნებებსაც მო­ის­მენენ.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1640
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია