დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
„მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებების თაობაზე სამუშაო ჯგუფმა პირველი შეხვედრა გამართა
2017/01/23 17:12:15

მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებების თაობაზე კანონპროექტის შემმუშავებელმა სამუშაო ჯგუფმა, რომელიც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ფარგლებშია შექმნილი, პირველი შეხვედრა გამართა.

 

შეხვედრაზე იმ საკითხების იდენტიფიცირება მოხდა, რომელებიცმაუწყებლობის შესახებსაქართველოს კანონში ცვლილებების თაობაზესაზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომელთა საკანონმდებლო წინადადებიდან გამომდინარე გამოიკვეთა. საკითხები შეეხება ისეთ თემებს როგორიცაა: მაუწყებლის სამეურვეო საბჭოსა და გენერალურ დირექტორს შორის უფლება-მოვალეობებისა და ვალდებულებების მკაფიოდ გამიჯვნას, სამერვეო საბჭოს არჩევას და სხვა. სამუშოა ჯგუფის წევრებმა აღნიშნეს, რომ საკანონმდებლო რეგულაციები ისე უნდა დაიხვეწოს და გახდეს მოქნილი, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელს მიეცეს განვითარებისა და თანამედროვე მოთხოვნების დაკმაყოფილების შესაძლებლობა.

 

როგორც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ და სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელმა, ეკა ბესელიამ შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, სამუშო ჯგუფს კიდევ რამდენიმე ადამიანი დაემატება და საკითხთა ჩამონათვალიც შეიძლება გაიზარდოს.

 

ჩვენ ვიმუშავეთ რამდენიმე საკითხზე, რაც კანონმდებლობის კუთხით ხარვეზებს და პრობლემებს ქმნის. ეს ეხება შიდა საქმიანობას, როგორც უფებამოსილების ფარგლების გამიჯვნის კუთხით, ასევე სამეურვეი საბჭოს არჩევის წესს. ბევრ საკითხთან დაკავშირებით წარმოდგენილი იყო წინადადებები, რომლებსაც სამუშო ჯგუფი განიხილავს. შემდეგი შეხვედრისთვის გვექნება შესაძლებლობა უკვე შინაარსობრივ ნაწილზე გადავიდეთ. მოვიწვევთ დამატებით ექსპერტებს. ჯგუფი იმუშავებს კონკრეტულ ცვლილებებზე“, - აღნიშნა ეკა ბესელიამ. მისივე თქმით, მას შემდეგ რაც დოკუმენტი მზად იქნება, უფრო ფართო აუდიტორიასთან გაიმართება დისკუსია.

 

მთავარი ამოცანა არის ის, რომ მკაფიოდ განისაზღვროს საზოგადოებრივი მაუწყებლის საქმიანობის მიზანი, რომ ის გამოხატავდეს იმ ძირითად არს, რაც კანონითაა დადგენილი, რომ მას ხელი არ შეეშალოს დამოუკიდებლად, მიუკერძოებლად და პირუთვნელად ემსახუროს საზოგადოების ინტერესებს“,-განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ.

 

 

მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებების თაობაზე კანონპროექტის შემმუშავებელი სამუშაო ჯგუფის შექმნის გადაწყვეტილება იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა 6 იანვრის სხდომაზე მიიღო, როდესაც განიხილამაუწყებლობის შესახებსაქართველოს კანონში ცვლილებების თაობაზესაზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომელთა საკანონმდებლო წინადადება.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1638
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია