დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
საქართველოს მატარებლები ბიბლიოთეკებით აღიჭურვება
2017/01/25 12:43:00

როგორც რკინიგზის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მენეჯერმა დაჩი ცაგურიამბიზნესპრესნიუსსუთხრა, პროექტის განხორციელება ზაფხულის სეზონისთვის იგეგმება. 

მისივე თქმით, იმისათვის, რომ პროექტი უფრო სოციალური იყოს და ბევრი ადამიანი ჩაერთოს, თვითონ მოქალაქეებსაც შეუძლიათ სასურველი წიგნი პროექტს და მატარებლებს აჩუქონ. წიგნის დატოვება კი თბილისი ცენტრალში, რკინიგზის სალაროების გვერდით, სადგურის მორიგესთან იქნება შესაძლებელი.


პროექტის მიზანია, რომ ჩვენს ქვეყანაში მატარებლებში წიგნის კითხვის კულტურა დავნერგოთ და ვფიქრობთ, მგზავრობა ასე უფრო კომფორტული, სასიამოვნო და საინტერესო გახდება. ვგეგმავთ, სპეციალური თაროების გაკეთებას. სავარაუდოდ, თითო ელექტრომატარებელში 1 თარო და დაახლოებით 100-150 წიგნი იქნება,“-აღნიშნა ცაგურიამ. 


 

მისივე თქმით, ბიბლიოთეკაში რამდენიმე უცხოენოვანი წიგნიც იქნება ტურისტებისთვის. რაც შეეხება ბიბლიოთეკით სარგებლობას, ცაგურიამ აღნიშნა, რომ იგივე პრინციპი იქნება, რაც ჩვეულებრივ ბიბლიოთეკებშია. მოქალაქეს გამცილებელთან პირადობის მოწმობის ან პასპორტის დატოვების სანაცვლოდ შეეძლება წიგნის აღება, ხოლო მგზავრობის ბოლოს საკუთარ დოკუმენტს აიღებს, წიგნს კი ისევ გამცილებელს დაუბრუნებს.

 

აქვე გთავაზობთ ვიდეოს რუსთავი2-ის დილის გადაცემიდან

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 23286
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია