დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
იმერეთის ერთ-ერთ სკოლაში 40 წლის მანდატურმა 15 წლის მოსწავლესთან სქესობრივი კავშირი დაამყარა
2017/01/20 00:01:26

გავრცელდა ინფორმაცია, რომ იმერეთის რეგიონში მანდატურმა 15 წლის მოსწავლესთან სქესობრივი კავშირი დაამყარა. ”ტელეკომპანია” „მაესტრო“-ს სიუჟეტიდან ირკვევა, რომ მანდატური 40 წლისაა და რამდენიმე წელია, სკოლაში მუშაობს, 15 წლის მოსწავლე კი აღნიშნულ სკოლაში 1 წლის წინ გადავიდა. 


განათლების სამინისტროში მომხდარ ფაქტს ადასტურებენ და აცხადებენ, რომ მანდატური სამსახურიდან გათავისუფლებულია.


შსს-ში კი გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლითაა აღძრული, რაც თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან სქესობრივი კავშირის ან სექსუალური ხასიათის სხვაგვარ მოქმედებას გულისხმობს.

 

დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში მანდატურს შვიდიდან ცხრა წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. ამ დროისთვის საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. 


თუმცა, ცნობილი ხდება ისიც, რომ ოჯახს მამაკაცთან პრეტენზია არ აქვს და 40 წლის მამაკაცი 15 წლის გოგონას ცოლად მოყვანას გეგმავს. როგორც სხვადასხვა წყარო ამბობს, 15 წლის მოზარდი ორსულადაა.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2452
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია