დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ანონსი
ქუთაისის მესხიშვილის სახელობის თეატრში მაყურებელს ,,პიგმალიონი“ ელის
ავტორი: ლიკა დევდარიანი
2017/01/19 21:56:00

20 და 21 იანვარს, ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული  თეატრის სცენაზე, ქუთაისელ მაყურებელს,  ნობელის პრემიის ლაურეატის,  ბერნარდ შოს ,,პიგმალიონი“ ელის.

 

ინგლისურენოვანი ფერადი, მხიარული და ყველასათვის ერთნაირად საყვარელი მიუზიკლი, რეჟისორმა გიორგი სიხარულიძემ დადგა და  მისი პირველი წარმატებული პრემიერა ქუთაისი-ნიუპორტის საერთაშორისო ასოციაციის საიუბილეო დღეებს მიეძღვნა.

 

სპექტაკლს უელსის პარლამენტის თავმჯდომარე დამა როზმარ ბატლერმა და ბრიტანეთის ელჩმა საქართველოში, ალექსანდრა ჰოლ ჰოლმა ,,მსოფლიო პრემიერა“ უწოდეს.


,,პიგმალიონის“ პოპულარობა ამ პიესის არაჩვეულებრივმა ეკრანიზაციამაც განაპირობა ფილმით ,,ჩემი მშვენიერი ლედი“, სადაც მთავარ როლს ოდრი ჰეპბერნი ასრულებს. ,,პიგმალიონის“ მუსიკალურმა კინოადაპტაციამ  ,,ოსკარი“  7 ნომინაციაში მიიღო და დღემდე აქტუალურია.


მესხიშვილის თეატრში ეს  პროექტი  ქუთაისი ნიუპორტის საერთაშორისო ასოციაციის და ქუთაისის მერიის მხარდაჭრით განხორციელდა.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 24472
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია