დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ფეისბუქ-ამბები
მარიამ ბოკაჩო ხაჭვანი: "დღეს სულების მასპინძლობა დაიწყო სვანეთში"
2017/01/18 21:22:31

სვანი კინორეჟისორი, მარიამ ბოკაჩო ხაჭვანი სოციალურ ქსელში სვანურ წეს-ჩვეულებებზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ დღეს სულების მასპინძლობა დაიწყო სვანეთში, ეს არის ამოუცნობი,მისტიური დღესასწაული, რომელიც ცოცხლებს გარდაცვლილებთან ახვედრებს...

გთავაზობთ მარიამის წერილს სრულად, რომელიც სვანეთში არსებულ ამ საინტერესო ტრადიციაზე გვიამბობს:


"ბავშობიდან მომყვება, როგორი ბედნიერი ვემზადებოდი გარდაცვლილებთან შესახვედრად და როგორ გვიხაროდა მათი მოსვლა...


ეს განსაკუთრებული დღეა...


ამ დღისთვის წლიდან -წლამდე ინახავდნენ უშგულში ტკბილეულს..
ამ დღეს ყველაფერი ძვირფასი უნდა იდოს სუფრაზე...
ამ დღისთვის განსაკუთრებულად გამოგვპრანჭავდნენ ბავშვებს...
საოცარი სიჩუმე ისადგურებს, როცა ისინი მოდიან, გგონია რომ ნაბიჯების ხმა გესმის, ლამაზად გაწყობილ სუფრას კერძების თბილი ორთქლი ასდის...


ოჯახის უფროსი კარს უღებს და სტუმრებს სუფრასთან იპატიჟებს...
ხვდები რომ ჩვენ მარტონი არ ვართ, ჩვენთან ერთად არის ყველა ახლობელი, ყველა წინაპარი...
ამ დღეს ძალიან ბევრნი ვართ...
ამ დღეს არავინ გვაკლია...
არ გვყავს გარდაცვლილი ოჯახში...
ისინი ჩვენთან არიან ეხლა......


მერე მაგიდას მარჯვნივ შემოვატრიელებთ, კერძებსაც,თეფშებსაც...
ყველა ერთად მივუსხდებით სუფრას...
ვიხსენებთ რომ დეიდას ეს კერძი უყვარდა, ბებიას ეს.. ვყვებით ზღაპრებს....

 

ეს არის რიტუალი, რომელიც სხვანაირად გათბობს..

რიტუალი, რომელიც გარდაცვლილი ადამიანების მონატრებას გიმსუბუქებს....

 

მერე ისინი მიდიან, ჩვენ ვაცილებთ და ვეუბნებით:
"არც გიჩქარით, არც გიგვიანებთ"
საოცარი სიჩუმე ისადგურებს სახლში, სიცარიელე და ჩვენ ისევ ველოდებით დღეს, როცა ისინი კვლავ მოვლენ..
და ისინიც ყოველწელს მოდიან...

 

მახსოვს ბავშობაში, ბებია-ბაბუები ჩურჩულით იწყებდნენ გარდაცვლილების სახელების ჩამოთლას, ჩვენ ვერ ვხედავდით, მაგრამ ვგრძნობდით მათ სიახლოვეს, სახელების მიხედვით ვხვდებოდით ვინ გვყავდა სტუმრად და გვეცინებოდა, სიცილზე მშობლები გვიბრაზდებოდნენ, ბებია კი იტყოდა- დაანებეთ ბავშვებს თავი, გარდაცვლილებსაც უხარიათ ბავშვები რომ იცინიანო, და ეს ამოუცნობი შეგრძნება დღესაც მომყვება და დღესაც მეცინება, ეხლაც ჩავატარეთ ეს რიტუალი და სასიამოვნოდ გამეღიმა როგორც ბავშობაში...
დღეს, ჩემი ბებია-ბაბუბი მოვიდნენ და ძალიან გამახარეს, ის სითბო შევიგრძენი როგორც ბავშობაში..."

 

მარიამ ბოკაჩო ხაჭვანი

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2916
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია