საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
NDI-ს კვლევა: მოსახლეობის ნახევარი მიიჩნევს, რომ პარლამენტარები მხოლოდ საკუთარ ინტერესებს დაიცავენ
2017/01/18 19:22:17

კითხვაზე, თუ რომელი პარტია დგას თქვენს შეხეულებებთან ყველაზე ახლოს, მოსახლეობის 40%-მა  - ქართული ოცნება, 10%-მა - ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, 3-3 პროცენტმა კი პატრიოტთა ალიანსი და თავისუფალი დემოკრატები დაასახელა.

 

 

ეს მონაცემები განსხვავდება არჩევნების შედეგებისგან, რომლის მიხედვითაც ქართულმა ოცნებამ საარჩევნო უფლების მქონე მოსახლეობის ხმების 24 პროცენტი მიიღო, ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ კი 14 პროცენტი.

 

აღნიშნული გამოკითხვა 2016 წლის 4 ნოემბერი-4 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 3,141 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულენოვან მოსახლეობას შორის  ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). კვლევაში საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1,8%.

 

 

კითხვაზე თუ რატომ წავიდნენ არჩევნებზე, მოსახლეობის 68 პროცენტმა განაცხადა, რომ ეს მათი “მოქალაქეობრივი ვალი” იყო. მაგალითად, ქართული ოცნების მხარდამჭერების 11% აცხადებს, რომ არჩევნებზე პარტიის, ხოლო 8% კი მთავრობის მხარდასაჭერად წავიდა. ეს მაშინ როდესაც ამ პარტიის მხარდამჭერების უმეტესობამ (71%) არჩევნებში მონაწილეობა მოქალაქეობრივი ვალის მოხდის მიზნით მიიღო. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ არჩევნებიდან მოკლე ხანში მოქალაქეების მესამედმა არასწორად დაასახელა მისი მაჟორიტარის სახელი, რაც ამომრჩევლებსა და მაჟორიტარ კანდიდატებს შორის სუსტ ურთიერთკავშირზე მიუთითებს.

 

 

“აღსანიშნავია, რომ სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით, სადაც არჩევნებზე წასვლის მთავარი მოტივი მთავრობის მხარდაჭერა, შეცვლა ან პოლიტიკური პარტიისა თუ კონკრეტული იდეოლოგიის მხარდაჭერაა, საქართველოში მოსახლეობისთვის არჩევნებზე წასვლის მთავარ მოტივაციას სამოქალაქო ვალდებულება უფრო წარმოადგენს, ვიდრე მისთვის სასურველი პოლიტიკური ძალის მხარდაჭერა,” - განაცხადა ლორა თორნტონმა, NDI საქართველოს ოფისის დირექტორმა.

 

 

ახალი პარლამენტისადმი მოლოდინებს რაც შეეხება, მოსახლეობის ნახევარი მიიჩნევს, რომ პარლამენტარები მხოლოდ საკუთარ ინტერესებს დაიცავენ, 65 პროცენტი კი ფიქრობს, რომ ისინი გააკეთებენ იმას, რასაც პარტია დაავალებს.

 

 

მოლოდინები მნიშვნელოვნად განსხვავდება პარტიის მხარდაჭერის მიხედვით, ასე მაგალითად: ქართული ოცნების მხარდამჭერების 72% აცხადებს, რომ პარლამენტი მათ ინტერესებს დაიცავს, მაშინ როცა ამ მოსაზრებას სხვა პარტიის მხარდამჭერებისა და უპარტიო მოქალაქეების (ისინი, ვინც არ ასახელებენ თუ რომელი პარტია არის მათ შეხედულებებთან ყველაზე ახლოს) 40%-ზე ნაკლები ეთანხმება.

 

ქართული ოცნების მხარდამჭერების გამოკლებით, მოსახლეობის მცირე ნაწილი (30 პროცენტზე ნაკლები) ფიქრობს, რომ სურვილის შემთხვევაში პარლამენტართან შეხვედრის დანიშვნას ადვილად შეძლებდა, მოქალაქეების უმეტესობა კი ამბობს, რომ პარლამენტის შენობაში შესვლა რთულია.

 

“მართალია, ქართული ოცნების მხარდამჭერები მტკიცედ უჭერენ მხარს ახალ პარლამენტს, მაგრამ უმნიშვნელოვანესია, რომ საკანონმდებლო ორგანო და მისი წევრები საქართველოს ყველა მოქალაქეს წარმოადგენდნენ, განურჩევლად იმისა, თუ რამდენად კრიტიკული დამოკიდებულება აქვს ამ მოქალაქეს პარლამენტისადმი” - განაცხადა ლორა თორნტონმა.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1492
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია