დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
„თბილისი მარიოტში“ პროექტის -"მწვანე კლიმატის ფონდის მზაობის დახმარება“ პრეზენტაცია გაიმართა
2017/01/18 17:17:02

სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ პროექტის -"მწვანე კლიმატის ფონდის  მზაობის დახმარება“ პრეზენტაცია გაიმართა. საინფორმაციო შეხვედრის მონაწილეებს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილემ ეკატერინე გრიგალავამ და გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილემ შომბი შარპმა მიმართეს.

 

პროექტი საქართველოსთვის ტექნიკურ მხარდაჭერას უზრუნველყოფს, რათა ჩამოყალიბდეს და გაძლიერდეს ეროვნული უფლებამოსილი ორგანო. შეხვედრის მონაწილეებმა მწვანე კლიმატის ფონდიდან ფინანსური რესურსების მობილიზების საკითხებზე იმსჯელეს. პროექტს მწვანე კლიმატის ფონდის  მხარდაჭერით, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) ახორციელებს.

 

მწვანე კლიმატის ფონდი  2010 წელს გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩოკონვენციის მხარეთა მე-16 (COP16) კონფერენციაზე შეიქმნა, როგორც კონვენციის და უშუალოდ პარიზის შეთანხმების მთავარი ფინანსური ორგანიზაცია.


შეხვედრაში მონაწილეობა კლიმატის ცვლილების ექსპერტებთან ერთად,  ეკონომიკის, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროების, კერძოსექტორის და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა მიიღეს.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 10092
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია