დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ირაკლი გოგავა: თურქეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას საქართველოსთვის ზიანი უფრო მოაქვს
2017/01/17 20:14:13

თურქეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას საქართველოსთვის ზიანი უფრო მოაქვს - წერს სოცილურ ქსელ Facebook-ში საქართველოს განვითარების ლაბორატორიის" დირექტორი ირაკლი გოგავა. მისი აზრით, თურქეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება უნდა გაუქმდეს, ან მინიმუმ გადაიხედოს.

 

საქართველო თურქეთში $180 მილიონის საქონელს ყიდის, თურქეთი საქართველოში $1,3 მილიარდის. უარყოფითი ბალანსი $1,1 მილიარდია თურქეთის სასარგებლოდ" - აღნიშნავს ირაკლი გოგავა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში.

 

ხელშეკრულება 2006 წლიდან მოქმედებს და თურქები საბაჟო გადასახადს არ იხდიან საქართველოს ბიუჯეტში მაშინ, როდესაც ქართული პროდუქციისთვის კვლავ მოქმედებს მაღალი საბაჟო გადასახადები და სხვა სახის საბაჟო თუ ადმინისტრაციული ბარიერები, რის გამოც ქართველებს ვერ შეაქვთ საქონელი. ანუ თურქეთი უკვე 10 წელია არ ასრულებს თავის ვალდებულებებს, რაც აზარალებს საქართველოს.

 

თურქეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება სერიოზულ ბარიერს უქმნის საქართველოში წარმოების განვითარებას, რადგან კონკურენციას ვერ ვუწევთ მძლავრად სუბსიდირებულ თურქულ ნაწარმს და შესაბამისად სამუშაო ადგილებიც არ იქმნება წარმოების სფეროში. $1.3 მილიარდი ვალუტა კი გაედინება ქვეყნიდან ყოველწლიურად და ლარის კურსს აწვება.

 

ჩვენგან მიღებული ფულით თურქეთში პირდაპირ იქმნება 65 000 სამუშაო ადგილი, ხოლო არაპირდაპირ 325 000. თურქეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაუქმება(დენონსაცია) გამოიწვევს ფასების ზრდას თურქულ საქონელზე.

 

აქედან გამომდინარე, აუცილებელია, თურქული იმპორტის ეტაპობრივი ჩანაცვლება ქართული წარმოებით. ყველაფრის ჩანაცვლება ვერ მოხდება ცხადია. საბაჟო გადასახადისგან უნდა განთავისუფლდეს მხოლოდ საწარმოო ხაზები, ტექნოლოგიები და ის ნედლეული, რომელიც საქართველოში ვერ იწარმოება. შესაძლებელია ჰქონდეს დროებითი შეღავათიანი დაბეგვრის რეჟიმი ფარმაცევტულ ნაწარმს.

 

 

 

 

თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას ხელს აწერენ ის ქვეყნები, რომელთაც აქვთ საკუთარი მძლავრი წარმოება და სურთ ბაზრებზე უფრო მასშტაბურად გასვლა. საქართველოსთვის ამ ეტაპზე თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები წამგებიანია და მეტიც კატასტროფას ნიშნავს" - წერს ირაკლი  გოგავა.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 9376
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია