საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
ირაკლი კოვზანაძე გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და ვესტმინსტერის დემოკრატიის განვითარების ფონდის წარმომადგენლებს შეხვდა
2017/01/15 20:09:21

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი კოვზანაძე ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) საპარლამენტო მენეჯერს, სოფო გურულს და ამავე პროექტის პარტნიორი ორგანიზაციის - ვესტმინსტერის დემოკრატიის კოორდინატორს, ბორის ნადირაძეს შეხვდა.


შეხვედრაზე საქართველოს პარლამენტისა და ევროკავშირის სამომავლო თანამშრომლობის შესახებ ისაუბრეს. როგორც აღინიშნა, ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის ფარგლებში ორწლიანი სამოქმედო გეგმაა შემუშავებული, რომელიც საქართველოს პარლამენტს, მათ შორის, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს, ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულებით აღებული ვალდებულებების შესრულებას შეუწყობს ხელს.

 

სამოქმედო გეგმა, საჯარო ფინანსების მართვის კუთხით თანამშრომლობასა და პარლამენტის საზედამხედველო ფუნქციის გაძლიერებასაც ითვალისწინებს.

 

„მნიშვნელოვანი შეხვედრა შედგა, სადაც სამომავლო თანამშრომლობაზე, კერძოდ, საქართველოს პარლამენტის პროგრამული ბიუჯეტის შემუშავებასა და ამ კუთხით საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის აქტიურ ჩართულობაზე ვისაუბრეთ. როგორც ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის წარმომადგენლებმა განაცხადეს, საერთაშორისო ორგანიზაციები მზად არიან საქართველოს პარლამენტს საფინანსო და საბიუჯეტო ზედამხედველობის ფუნქციების გაძლიერების კუთხით და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის დანერგვის თვალსაზრისით დაეხმარონ“, - განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1507
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია