საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
ღვინის კომპანიების 95%, არა მხოლოდ იზიარებს, არამედ ჩართულია ბაზრების დივერსიფიკაციის პროცესში"
2017/01/15 20:01:52

 

 

"ღვინის კომპანიების 95%, არა მხოლოდ იზიარებს, არამედ ჩართულია ბაზრების დივერსიფიკაციის პროცესში“, - ამის შესახებსაქმიანი დილასეთერში ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ გიორგი სამანიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, მარკეტინგული ღონისძიებები, რომელსაც სააგენტო ახორციელებს კერძო სექტორთან შეთანხმებულია. მისივე თქმით, მსოფლიოში საკმაოდ ბევრი ქვეყანაა, რომელიც მხოლოდ ერთ სტაბილურ ბაზარზე მუშაობს.

 

"ჩვენი ძირითადი ბაზარი სტაბილური არ აღმოჩნდა, აქ პოლიტიკაზე არ ვსაუბრობ, არამედ ეკონომიკაზე, სწორედ ამიტომაც დავიწყეთ დივერსიფიკაციაზე მუშაობა. ამას მთავრობა აფინანსებს, მაგრამ იდეა კერძო სექტორიდან წამოვიდა და ამაზე მუშაობა წლები მიმდინარეობდა. ყველა გამოფენაზე სააგენტოს სახელით Georgian wine აწერია ჩვენს სტენდს, რადგან ჩვენ ნეიტრალური და ობიექტური ვართ, ყველას თანაბრად აღვიქვამთ“, - აცხადებს სამანიშვილი. მისივე განცხადებით, გარდა ოფიციალური სტატისტიკისა საკმაოდ დიდია ის ციფრი, რომელიც სოფლებში ადგილობრივად ჩამოსხმულ ღვინოს მოიცავს.

 

"კახეთი განვითარდა ძალიან და ამან გამოიწვია ის, რომ საფერავი, რქაწითელი, მწვანე, ქისი და ხიხვი ეს ის ჯიშებია, რომელიც ბაზარზე შეიძლება ვნახოთ სხვა ჯიშებთან შედარებით მეტად. ალბათ ახლა მიმართულება, რომელზეც ჩვენ მოგვიწევს მუშაობა არის ის, რომ სხვა რეგიონებიც უნდა განვავითაროთ, ეს არის გამოსავალი. მაგალითად, გურული ჩხავერი იაპონიაში რჩეული ღვინოების ნომინაციაში პირველ ადგილზე გავიდა. ქართული ღვინის კომპანია ’’ლუკასის" ღვინომ ’’ჩხავერი" იაპონიის საერთაშორისო კონკურს ’’საკურას" უმაღლესი ჯილდო - ’’ბრილიანტი" (DIAMOND TROPHY) დაიმსახურა. ჯიშების მრავალფეროვნება ჩვენი ერთ-ერთი ძირითადი მესიჯია.

 

 

აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში პოტენციალი ყველგან არის. ბიზნესი თუ სტაბილურ პარტნიორს ნახავს, ყველგან შეიძლება წარმატებული შედეგი ქონდეს. ავსტრალიაშიც გავიდა ქართული ღვინო. ეს ქვეყანა ბიო-ღვინის მიმართულებით გამოირჩევა და ჯერ იქ ქვევრის და გამორჩეული ღვინოები შედის და შემდეგ კომპანიების ღვინოც მიყვება“, - განაცხადა სამანიშვილმა.

 

წყარო: http://businesscontract.ge/
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 8004
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2020 საავტორო უფლებები დაცულია