დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
Forbes -მა კახეთი 2017 წლის ღვინის საუკეთესო 12 მიმართულებას შორის დაასახელა
2017/01/15 19:18:25
Forbes 2017 წლის ღვინის საუკეთესო რეგიონებს ასახელებს. გამოცემა ჯამში 12 ქვეყანას ასახელებს და მათ მონახულებას მკითხველს წელიწადის სხვადასხვა თვეების მიხედვით ურჩევს. 


იტალიის, ახალი ზელანდიის, ესპანეთის და არგენტინის გვერდით მოხვდა საქართველოც. კერძოდ კი კახეთის რეგიონი, სადაც მოგზაურობას Forbes მკითხველებს მაისში ურჩევს. 


სტატიის ავტორი აღნიშნავს, რომ ბოლო პერიოდში საქართველო როგორც ღვინის მიმართულება არაერთხელ მოხვდა მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში. 


ამასთან გამოცემა წერს, რომ საქართველოში ღვინის ტურის მოსაწყობად ერთ-ერთი საუკეთესო რეგიონი კახეთი და მისი სოფლებია. ღვინის გარდა, ავტორი მკითხველს ქართული ტრადიციული კერძების დაგემოვნებასაც ურჩევს.
წყარო: http://businesscontract.ge/ka/article/forbes-kaxets-2017-wlis-gvinis-sauketeso-12-mimartulebas-shoris-asaxelebs/8737
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 9910
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია