საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
საზოგადოებრივი მაუწყებლის გენდირექტორობისთვის პირველი ბარიერი ხუთმა კანდიდატმა გადალახა
2017/01/03 12:52:56

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო გენერალური დირექტორობის 14 კანდიდატიდან მხოლოდ 5-ს კანდიდატს გაესაუბრება. სწორედ ამდენი კანდიდატი გადავიდა კონკურსის მეორე ტურში. ამის შესახებ საბჭომ გადაწყვეტილება დღეს, 3 იანვარს გამართულ სხდომაზე მიიღო.


საბჭო მეორე ტურში გაესაუბრება შემდეგ კანდიდატებს:

  • ნინო ზაუტაშვილი;
  • ვასილ მაღლაფერიძე;
  • ზაალ ანჯაფარიძე;
  • თინათინ ბერძენიშვილი;
  • ნათია კუპრაშვილი;

 

მეორე ტურში ვერ გადავიდნენ:

  • რევაზ შალიბაშვილი;
  • გიორგი ქავთარაძე;
  • გურამ ფალავანდიშვილი;
  • ნიკოლოზ მჭედლიშვილი;
  • დავით ცინცაძე;
  • მანანა ღოღობერიძე;
  • რამაზ სამხარაძე;
  • თამაზ ბიბილური;
  • მარგარიტა დოლიძე;

 

თითოეულ კანდიდატს, მეორე ტურში გადასასვლელად, სამეურვეო საბჭოს 8 წევრიდან 5-ის ხმა მაინც სჭირდებოდა.

 

კონკურსის მეორე ტურში გასულ კანდიდატებთან გასაუბრება 2017 წლის 4 და 5 იანვარს ჩატარდება, კენჭისყრა კი 6 იანვარს გაიმართება.

 

გენერალური დირექტორის შესარჩევ კონკურსში მონაწილეობის სურვილი 15-მა კანდიდატმა გამოთქვა. ბაჩუკი ბახტაძე კონკურსს სამეურვეო საბჭოს მიერ მათი დოკუმენტაციის გაცნობის შემდეგ გამოეთიშა.

 

სამეურვეო საბჭომ გენერალური დირექტორის ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსი 2016 წლის 28 ნოემბერს გამოაცხადა. მსურველთა განცხადებების მიღება 28 დეკემბერს დასრულდა. ეს თანამდებობა გიორგი ბარათაშვილის მიერ, პირადი განცხადების საფუძველზე, თანამდებობის დატოვების შემდეგ გახდა ვაკანტური.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1908
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2020 საავტორო უფლებები დაცულია