დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ცსკო-ს თავმჯდომარემ ხანდაზმულებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა
2016/12/28 11:47:37

 

 ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ თბილისის ხანდაზმულთა პანსიონატის ბენეფიციარებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა. თამარ ჟვანია პანსიონატში ცესკოს წარმომადგენლებთან ერთად მივიდა და საარჩევნო ადმინისტრაციის სახელით ხანდაზმულებს საჩუქრად საახალწლო ტკბილეული და ცესკოს ბრენდირებული პროდუქცია გადასცა.

 

 

„მინდა მოგილოცოთ დამდეგი შობა-ახალი წელი. თქვენ ძალიან დიდი სითბოსა და სიყვარულის მატარებლები ხართ. მოხარული ვარ, რომ ახლა თქვენთან ვიმყოფები. როდესაც აქ მოვდივარ, ყოველთვის მაქვს შეგრძნება, რომ მოვდივარ ჩემს მშობლებთან. ვფიქრობ, მთავარია ჩვენი ურთიერთობა და ის, რომ ერთმანეთზე ვფიქრობთ“, -აღნიშნა პანსიონატის ბენეფიციარებთან საუბრისას თამარ ჟვანიამ.

 

თბილისის ხანდაზმულთა პანსიონატში ამჟამად 62 ბენეფიციარი ცხოვრობს. როგორც პანსიონატის ხელმძღვანელმა დარეჯან თომაძემ აღნიშნა, 2016 წლის პარლამენტის არჩევნებისთვის პანსიონატის შენობაში გახსნილი იყო საარჩევნო უბანი, სადაც საკუთარი არჩევანი ყველა ბენეფიციარმა დააფიქსირა.

 

 

ცენტრალური საარჩევნო კომისია სოციალურ აქციებში მუდმივად არის ჩართული. ხანდაზმულთა პანსიონატში საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლები უკვე მესამედ იმყოფებოდნენ. მსგავსი ტიპის აქციის განხორციელებას ცესკო მომავალშიც გეგმავს.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2340
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია