დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
„კარდჰუ“-მ ქუთაისში, პარლამენტის წინ, ანტისაიმიგრაციო აქცია გამართა
ავტორი: ლიკა დევდარიანი
2016/12/24 10:34:00

 

სირიაში მიმდინარე საშინელმა პროცესებმა თითქმის ყველა ქვეყნის საზოგადოება შეძრა.  უცოდველი ასურელი ბავშვების უმოწყალო ხოცვამ და სოციალურ ქსელებში გავრცელებულვა ვიდეოებმა, სადაც ისინი დახმარებას ითხოვენ, მძაფრი ემოციები გამოიწვია საზოგადოებაში.  ჩვენი ქვეყანის მთავრობამ აღნიშნულ საკითხში გადაწყვიტა უფრო ქმედითი, აქტიური წვლილი შეიტანოს და განცხადება გააკეთა სირიიდან მიგრანტების მიღების თაობაზე. ამ ფაქტთან დაკავშირებით  ქართული საზოგადოების თვალსაზრისი ორად გაიყო. ნაწილი, რომელიც ამაში საფრთხეს ხედავს, მიგრანტების მიღების წინააღმდეგია, ნაწილი კი, ამ ინიციატივას დიდი სიხარულით შეხვდა.

ნაციონალისტური არასამთავრობო ორგანიზაცია „კარდჰუ“-მ  ქუთაისში, პარლამენტის წინ, ანტისაიმიგრაციო აქცია გამართა.


აქციაზე შეკრებილიმა მოქალაქეებმა და არასამთავრობო ორგანიზაციის წევრებმა საქართველოს მთავრობის განცხადება  გააპროტესტეს, რომელიც სირიელი დევნილების საქართველოში ჩამოსახლებას ითვალისწინებდა. ჩვენ გავესაუბრეთ აქციაზე მოსულ ერთ-ერთ მოქალაქეს,რომელსაც საკუთარი არგუმენტები აქვს თუ რატომ არ  შეიძლება სირელი დევნილების საქართველოში ჩამოსახლება.


„ის ფაქტი,რომ ჩვენგან არც თუ ისე შორს უმოწყალოდ ხოცავენ  ბავშვებს, თავისთავად ცუდი და არასასიამოვნო ფაქტია. მე სოლიდარობას ვუცხადებ სირიელ დევნილებს, მაგრამ რაც შეეხება მათ ჩვენს ქვეყანაში  ჩამოსახლებას ვფიქრობ ,რომ საქართველო ასეთი თამამი ნაბიჯებისთვის მზად არა არის რადგან ჯერ ერთი, მას   საკუთარი დევნილებისთვის ვერ მიუხედია, რომელთა რაოდენობა 400 000- აღწევს.


 
მეორეც,ეკონიმუკური სიდუხჭირის და სოციალური აფეთქების წინაშე მდგარ ქვეყანაში, სადაც საკუთარი მოქალაქეები სანაგვეებში ეძებენ პურს უბრალოდ არაა იმის საშუალება დამატებით შეინახოს სხვა, უცხო ქვეყნის მოქალაქეები.


გარდა ამისა, ჩვენს მთავრობას ავიწყდება ის ფაქტი,რომ აფხაზეთში ცხოვრობს რუსების მიერ 40-იან წლებში ჩამოასახლეებული  500-ზე მეტი სირიელი მიგრანტი ოჯახი. (ალავიტი)


დანარჩენ საქართველოში კი სუნიტი სირიელების დასახლება შექმნის სეროზულ საფრთხეს ქვენის უსაფრთხოების კუთით, რადგან ალავიტები და სუნიტები ერთმანეთან დაპირისპირებული მხარეებიარიან .და ბოლოს, ,საქართველო არის ქვეყანა რომელიც აგზანის საკუთარ შეიარაღებულ ძალებს "ნატოს" და არა მარტო ნატოს ეგიდით წარმოებულ ომებში, რაც ისლამური ქვეყნების გაღიზიანებას იწვევს.კარგი იქნება თუ ამ და სხვა გარემოებების გათვალისწინება მოხდება, ვიდრე რააც კონკრეტულ გადაწყვეტილებას მიიღებს ჩვენი მთავრობა. „-განაცხადა ერმილე ნემსაძემ


ქვეყანაში, სადაც 350 000 ლტოლვილი და 77 000 მომაკვდავი ბავშვი გვაყვს არ დავუჭერთ მხარს ლტოლვილების მიღებას-წერს „კარდჰუ“- თავის ოფიციალურ გვერდზე.


კავკასიოლოგის, ექსპერტ მამუკა არეშიძის თქმით ევროკავშირიდან გამოოფილია თანხები

ეგ.წოდებული პარტნიორი ქვეყნებისთვის რათა სირელი ტოლვილების ნაკადი გადანაწილდეს, რისი ვალდებულებაც ჩვენს ქვეყანას აღებული აქვს დახურულ კარს მიღმა ხელმოწერილი შეთანხმებით...

ამ ეტაპისთვის სხვა არაფერია ცნობილი.

 

ლიკა დევდარიანი

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 5285
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია