საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
MYVIDEO.GE 10 წლისაა!
2016/12/23 18:44:56

პირველი ქართული ვიდეოპორტალი სატესტო რეჟიმში 2006 წლის 25 დეკემბერს გაეშვა. მას შემდეგ MYVIDEO.GE- სერვისებს დაემატა ტელევიზიები LIVE რეჟიმში, არქივითა და გადახვევის ფუნქციით. 2009 ქართული ვებსაიტების რეიტინგში ვიდეო პორტალმა ლიდერის პოზიცია დაიკავა და დღემდე მყარად ინარჩუნებს ამ ადგილს.


MYVIDEO.GE- ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით დამზადდა აპლიკაციები ყველა პოპულარული პლატფორმისათვის. გარდა ამისა, 2015 წლიდან დაიწყო ახალი პროდუქტის, MYVIDEO TV BOX- გაყიდვა, რომელიც საკაბელო ტელევიზიის თანამედროვე ალტერნატივაა.


MYVIDEO.GE არა მხოლოდ სამომხმარებლო, არამედ სარეკლამო ბაზარზეც ინარჩუნებს ლიდერის პოზიციას ინტერნეტ სივრცეში. დღევანდელი მონაცემებით, პორტალს ჰყავს 1 604 851 რეგისტრირებული მომხმარებელი (რაც წინა წლის მონაცემებთან შედარებით 251 854-ით მეტია) და 800-ზე მეტი რეკლამის დამკვეთი და პარტნიორი ორგანიზაცია, რომლებთანაც სტაბილურად თანამშრომლობს წლების მანძილზე. კომპანიის 10 წლიანი მუშაობის შედეგი შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე: www.myvideo.ge/10 


MYVIDEO.GE მადლობას უხდის ყველა ერთგულ მომხმარებელსა და პარტნიორს თანამშრომლობისთვის და მომავალში ბევრ საინტერესო სიახლეს პირდება!

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2140
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2020 საავტორო უფლებები დაცულია