დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
წყალტუბოელთა ფილმმა გრან-პრი დაიმსახურა (VIDEO)
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2016/12/21 15:14:03

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის თანამშრომლებმა  მოამზადეს და გადაიღეს  დოკუმეტური ფილმი "ლაშა", რომელმაც ბელორუსიის სამოყვარულო ფილმების კონკურსზე "Я СНИМАЮ КИНО", მიიღო უმაღლესი ჯილდო - გრან პრი - საუკეთესო რეჟისურისთვის...

 

ფილმის დამდგმელი რეჟისორები არიან  -  ჟურნალისტი სოფო ყანჩაველი და იოსებ ციბაძე. ფილმზე მუშაობდნენ:ნათია გახოკიძე, მანანა ქურციკიძე, ლელა ჭოლაძე. თარგმანი კონკურსისთვის შეასრულა ელენე ტუხაშვილმა. 

ვულოცავთ მათ ამ გამარჯვებას და წარმატებებს ვუსურვებთ.

 

ფილმი ეძღვნება 11 წლის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოზარდს, ლაშას, რომელიც მიუხედავად იმისა, რომ ერთ ფეხზე დაბადებიდან პრობლემა აქვს, თამაშობს ფეხბურთს. ამჟამად ირიცხება პარაფეხბურთის გუნდ "თბილისში"... 


"მინდა, ერთად მივხედოთ ლაშას, მას ამჟამად სახსრის ოპერაცია ესაჭიროება. ოჯახი სოციალურად დაუცველია..."- წერს სოფო სოციალურ ქსელში და გვთავაზობს ფილმის ლინკს, რომ ყველამ ვნახოთ:


'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 14395
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია