დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
კურორტ ბახმაროს გერმანელ ექსპერტთა ჯგუფი შეისწავლის
2016/12/17 17:44:06
შესაძლებელია თუ არა კურორტ ბახმაროს, როგორც მთის კურორტის განვითარება, ამ საკითხის შესასწავლად საქართველოში გერმანელ ექსპერტთა ჯგუფია ჩამოსული.
ცნობილი გახდა, რომ ბახმაროზე (ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი, გურიის მხარე) გერმანელ ექსპერტთა 12 კაციანი ჯგუფი დაბანაკდა. - ამ ინფორმაციას სააგენტო "გურიის მოამბე" ავრცელებს, ჯგუფის თანმხლებ პირებზე დაყრდნობით. http://guriismoambe.com/index.php?m=68&news_id=21989#.WFH42HXxYZw.facebook

 

მათივე განცხადებით, გერმანელი ექსპერტები ბახმაროში საქართველოს მთავრობის მოწვევითა და დაფინანსებით იმყოფენიან, მიზანი კი კურორტ ბახმაროს კვლევაა ზამთარის სეზონზე.

 

ექსპერტები კურორტზე 4 თვის განმავლობაში გაჩერდებიან და მოამზადებენ სრულფასოვან დასკვნას,  თუ რა შესაძლებლობები შესაძლოა ჰქონდეს კურორტ ბახმაროს ზამთარში.

 

გერმანელებმა კურორტზე თან აიტანეს 20 ტონამდე საწვავი, საკვები, მოიმარაგეს შეშა, აიყვანეს სპეც ტექნიკა, მათ შორის ე.წ. "ყველგანმავალი" და ბახმაროზე არსებულ სასტუმროს გვერდით კოტეჯებში დაბანაკდნენ.

 

ამ წუთისათვის კურორტზე თოვლის საფარი ორმეტრნახევარს აღწევს.

 

ექსპერტები სრულფასოვან სამუშაოებს მომავალი ორშაბათიდან შეუდგებიან.

 

როგორც აგვიხსნეს, გამოიკვლევა თოვლი, ადგილმდებარეობა, დაშვების სისწრაფე და ყველა ის მნიშვნელოვანი თუ უმნიშვნელო დეტალიც კი, რაც საჭიროა მთის კურორტისათვის.

დასკვნა მომავალ წელს გადაეცემა საქართველოს მთავრობას და ამ დასკვნის საფუძველზე გადაწყდება აქვს თუ არა ბახმაროს მთის კურორტად განვითარების შესაძლებლობები.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2982
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია