დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
„სუფთა გარემო ჩვენი კეთილდღეობისთვის“ - პროექტის შეჯამება
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2016/12/13 19:18:35

„ნიმდის“ ოფისში პროექტის „სუფთა გარემო ჩვენი კეთილდღეობისთვის“ შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა.

 

პროექტი სტრატეგიული კვლევების და განვითარების ცენტრის მიერ იყო დაფინანსებული, რომელიც ხონში რამდენიმე აქტივობას მოიცავდა. კონკრეტულად პროექტის ფარგლებში მოეწყო დასუფთავების და საინფორმაციო აქციები, დაიბეჭდა და მომზადდა ხონის ტურისტული რუკა ქართულ და ინგლისურ ენაზე. ასევე სოფელ კინჩხაში წყალვარდნილთან მისასვლელი გზა ტურისტებისთვის გაცილებიტ მიმზიდველი გახდა. დაიდგა მოსასვენებელი სკამები, ნაგვის ურნები და საინფორმაციო დაფები ინგლისურ-ქართულ ენაზე.


„პროექტში ბევრი მოხალისე ჩაერთო, მათი თანადგომით ჩვენ შევეცადეთ ხონში კინჩხის კანიონთან და წყალვარდნილთან მისასვლელი გზა ადგილობრივი და უცხოელი ტურისტებისთვის მიმზიდველი ყოფილიყო. პროექტს მხარდაჭერა გამოუცხადა ჯეოსელმა, რომელმაც უზრუნველგვყო დასუფთავების აქციებისთვის საჭირო ინვენტარით. რაც შეეხება, ურნებს და მოსასვენებელ სკამებს ეს ორ კილომეტრიან გზაზე გადანაწილდა, რაც ფეხით მოსიარულე ტურისტს დამატებიტ კომფორტს შეუქმნის. ტურისტული რუკა კი მათ მრავალფეროვან ინფორმაციას მიაწოდებს ხონის მუნიციპალიტეტში არსებული ღირშესანისნაობების შესახებ“ აღნიშნა პროეტის კოორდინატორმა მარიკა ვაჭარაძემ.


 

პროექტი 5 თვის მანძილზე მიმდინარეობდა, რომელშიც მედიის, არასმათვარობო სექტორის და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები იყვნენ ჩართულები.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2940
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია