დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტში სამუშაო შეხვედრა გაიმართა
2016/12/13 15:23:32

განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან ერთად განათლების სისტემის სტრატეგიულ დაგეგმარებაზე მუშაობას იწყებს, რომელშიც აქტიურად იქნებაჩართული განათლების თითოეული საფეხურის წარმომადგენელი. 

 

კომიტეტის თავმჯდომარის, მარიამ ჯაშიც ინფორმაციით, განათლების სისტემის თითოეული საფეხურის ფუნდამენტურ რეფორმაზე საგაზაფხულო სესიაზე იმუშავებს. მისი თქმით, კომიტეტი გახდებაგანათლების სისტემის სტრატეგიული დაგეგმარების ცენტრი. „გამართული სისტემის ჩამოყალიბებაზე განათლებისა და მეცნიერების მინისტრთან ერთად ვმუშაობთ. გვაქვს მჭიდრო თანამშრომლობა დაკონსულტაციები განათლების სფეროს წარმომადგენლებთან, რათა განხორციელდეს ფუნდამენტური საკანონმდებლო ცვლილებები“, - განაცხადა მარიამ ჯაშმა უმაღლესი სახელმწიფო დაწესებულებებისრექტორებთან გამართულ შეხვედრაზე.

 

თუმცა კომიტეტის თავმჯდომარეს მიაჩნია, რომ ფუნდამენტური რეფორმების განხორციელებამდე საჭიროა ცალკეულ კანონებში დაჩქარებული წესით აღმოიფხვრას ხარვეზები. მისი მოსაზრებით, თუ დღესსაქართველოში რომელიმე უნივერსიტეტი წარმატებულია, ეს არის არა საკანონმდებლო რეგულაციების დამსახურება, არამედ ინდივიდუალურად, თვითონ ამ კონკრეტული უნივერსიტეტის ძალისხმევისშედეგი.

 

შეხვედრაზე იმსჯელეს იმ ცვლილებებზე, რომელიც „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონში შედის. როგორც განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტისუფროსმა, დავით ლომინაშვილმა აღნიშნა, საჭიროა შემოღებულ იქნას პროფესორისა და მთავარი მეცნიერი თანამშრომლის საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და არჩევის ვადის მოქნილი სისტემა.

 

მისი თქმით, კანონპროექტით ასევე გამარტივდება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ბალანსზე რიცხული მოძრავი ქონების განკარგვის წესი და მოხდება მართლმადიდებლურსაღვთისმეტყველო პროგრამებზე ჩარიცხული სტუდენტების უფლებების დაცვა. მისივე განცხადებით, დარეგულირდება მასწავლებლის მომზადების ბაკალავრიატის უმაღლეს საგანმანათლებლოპროგრამაზე 2017 წელს აბიტურიენტების მიღების შესაძლებლობები.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 10618
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია