დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
"მოკლული ქალების ხმა" - მათი გარდაცვალების შემდეგ (video)
ავტორი: ლიკა დევდარიანი
2016/12/10 02:31:00

ქუთაისში, ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ფილმის "მოკლული ქალების ხმა" ჩვენება მოეწყო.

 

ფილმში 2014 წელს მოკლული ქალების ისტორიაა ნაჩვენები, კერძოდ, სამი ქალის გარდაცვალების განსხვავებული შემთხვევაა მოთხრობილი.

 

"ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველოს"-აღმასრულებელი დირექტორს, ნინო ხუხუას მიაჩნია, რომ საზოგადოებამ მსგავსი საკითხების მიმართ ხმა უნდა ამოიღოს, რათა ერთიანი ძალებით ეფექტურად მოხდეს ქალთა მიმართ ძალადობის პრობლემასთან ბრძოლა. ის, ასევე, ამ საკითხთან მიმართებით, საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაზე ამახვილებს ყუარდღებას. 

 

"ნაწილი არასრულწლოვანი იყო, ნაწილი არა, მაგრამ მაინც აღმოჩნდნენ ძალადობის მსხვერპლნი ყოფილი მეუღლეების მხრიდან. ეს თემა დღესაც ძალიან აქტუალურია, რადგან კვლავაც გრძელდება მსგავსი აფქტები ჩვენს ქვეყანაში. წინა კვირაში მკვლელობის კიდევ ერთი ფაქტი დაფიქსირდა, ამბობს - "ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველო"-ს-აღმასრულებელი დირექტორი, ნინო ხუხუა.

 

მისი ორგანიზატორი არასამთავრობო ორგანიზაცია "ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველო"-ს ახალგაზრდული კლუბი "ახალგაზრდები ევროპისათვის" უყო .

 

დოკუმენტური ფილმი გადაღებულია "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა და „StudioMobile - Accent on Action-აქცენტი მოძრაობაზე" მიერ, ერთობლივი პროექტის ფარგლებში, რომელიც საქართველოში ნიდერლანდების საელჩომ დააფინანსა.

 

ლიკა დევდარიანი

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3939
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია