დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
სამართლის ძიებაში
ჟურნალისტმა საკუთარ ადვოკატს სასამართლოში უჩივლა
2016/12/12 01:56:24

 

 ეს წერილი ჩვენმა უფროსმა ქუთაისელმა კოლეგამ,რადიოჟურნალისტმა, ქალბატონმა დალი ბარაბაძემ მოგვაწოდა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.


"ჟურნალისტი თავად გახლავართ, ადვოკატი კი სოფიკო ჩანქსელიანია, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი.

პრობლემა, რომელის შესახებაც მე მსურს, გესაუბროთ, ძვირფასო მკითხველო, ასი ათასობით ადამიანს აწუხებს ჩვენს ქვეყანაში, მას მე ახლახან შევეჯახე. წინამდებარე პუბლიკაციის მიზანია, მცდელობა იმისა, რომ თქვენს სამსჯავროზე გამოტანილი პრობლემა, რომელსაც ადვოკატის კლიენტისადმი არაკეთილსინდისიერი დამოკიდებულება ჰქვია, თანდათან მინავლდეს და საერთოდაც, „აღიგავოს პირისაგან მიწისა“.

 

ყველაფერი ასე დაიწყო: მთელი ცხოვრების მანძილზე მშობლიურ ხონს უკიდეგანოდ მონატრებულმა ადამიანმა, 2 წლის წინ გადავწყვიტე ხონის ცენტრში, საცხოვრებელ სახლში განთავსებული მშობლების მიერ ჩემთვის დანატოვარი ბინა გამერემონტებინა. წელიწადნახევრის მანძილზე კედლების და ჭერის „გაშპაკვლას“ ვერ გავცდი, რადგან სადარბაზოს მეზობელს მალულად ჩემი ბინის თავზე, სხვენში ზედ „სიმკარზე“ ტონიანი წყლის ავზი განუთავსებია, უფლება არ ჰქონდა ისე. დაზიანებული ავზიდან კი წყლის ნიაღვარი მოედინებოდა და მიზიანებდა სიმწრით „გაშპაკლული“ ბინის კედლებს და ჭერს. უტიფარმა ჩემმა მეზობელმა მას შემდეგ, რაც ტელევიზიის ეთერში სიუჟეტი გავიდა და პარალელურად ხონის გამგეობის შესაბამისმა სამსახურებმა ჩემი მიმართვის შემდეგ ადგილზე აქტი შეადგინეს, ეს დაზიანებული ავზი კი გადაიტანა, მაგრამ დაპირებების მიუხედავად, ზარალი რომ არ ამინაზღაურა,  ცხოვრების მანძილზე სასამართლოს კარზე არასოდეს მისულმა, იმ იმედით, რომ ხონის სასამართლო სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებდა, სარჩელი შევიტანე. „არ იცრუო“- გვასწავლის ჩვენი რწმენა. ჩემმა მეზობელმა და მისმა ე.წ. მოწმეებმა კი უამრავი ტყუილი თქვეს.


ჩემმა ხელოსანმა ადვოკატად თავისი ძმიშვილი, სოფიკო ჩანქსელიანი  შემომთავაზა, ჩვენც მეყსეულად გავაფორმეთ ჯერ რწმუნებულება, შემდეგ – ხელშეკრულება, რომლის შესაბამისად, მე ადვოკატს გადავუხადე მომსახურების თანხა, დამოწმებული საშემოსავლო ორდერით.


მან ექსპერტიზაც დანიშნა თბილისში (იქ „ეწევა“ ადვოკატურ საქმიანობას, თუმცა რეგიონებშიც ჩამოდის), დასკვნასაც თბილისში აიღებდა. ექსპერტმა 200 ლარი მოითხოვა შესრულებული სამუშაოს საფასური. ეს თანხა ადვოკატს გავატანე ხელზე (მოწმეც მყავდა) თბილისში რომ გადაეხადა და შემდეგ ქვითარი სასამართლოში წარედგინა. გავიდა ერთი თვე, ორი, სამი. როგორც იქნა, ექსპერტის თანხა გადაიხადა, დასკვნაც აიღო. სასამართლოც შედგა. მანამდე კი როდესაც ვხედავდი, რომ სოფიკოს ურთოერთობა ჩემთან აგებული იყო მხოლოდ ტყუილზე და თანხების გამოძალვაზე (სხვებმაც გამოთქვეს მისი მისამართით ჩემთან საუბარში უკმაყოფილება და გულისწყრომა) ირიბ გზაზე გადაუხვია, თავად გავისარჯე და სასამართლოს მყარი მტკიცებულებები წარვუდგინე.

 

პროცესის დაწყებისთანავე ჩემმა ადვოკატმა მორიგება შემომთავაზა მოწინააღმდეგე მხარესთან, თან დაიძახა 200 ლარს მე ვაბრუნებო?! რატომ? – შევეკითხე მოულოდნელობისგან გაოგნებულმა, თურმე, როგორც შემდეგ მითხრეს ჩემს მოწინააღმდეგე მხარესთან ყოფილა გარიგებული. მას სულიკო ნარიმანიძე დაჰპირებია, ოღონდ მორიგება მომიკვრახჭინე და 200 ლარს მე მოგცემო. მერე აღარ მიუცია და კარგად გვარიანადაც უჩხუბიათ. პროცესზე მორიგების სასტიკი წინააღმდეგი რომ წავედი, ჩემმა ადვოკატმა მოსამართლეს სხდომა შეაჩერებინა, დარბაზიდან გამიყვანა. ლამის ბოლო ხმაზე ყვირილით მეუბნებოდა, რომ მოსამართლე მოპირდაპირე მხარის პოზიციას იკავებდა და მე მელოდა გაუთავებელი სასამართლო პროცესები და ხარჯები. მისგან დიდი ფსიქოლოგიური ზემოქმედების ქვეშ მყოფი დავყალბულდი მორიგებას, თუმცა დარბაზში შებრუნებისთანავე კვლავ უარზე ვიყავი. მაგრამ უკვე გვიან არისო... მოსამართლემ მორიგება განახორციელა და მე დაზარალებული დავრჩი.


პარალელურად ქუთაისში სახელფასო დავალიანების თაობაზე სარჩელი შემატანინა. წინასწარ 100 ლარი მომთხოვა და გადავურიცხე სარჩელში კი წარმომადგენლად აღარ ჩაწერა თავისი სახელი და გვარი. ხელშეკრულების ზევით, როდესაც აქაც პროცესზე ჩამოსასვლელად, როგორც ხონის პროცესზე ჩამოსვლისათვის 25 ლარი გადამარიცხინა, მგზავრობის თანხა მომთხოვა. მე მასთან ურთიერთობა გავწყვიტე და მის წინააღმდეგ სარჩელი შევიტანე სასამართლოში.


მიუხედავად იმისა, რომ ამ პროცესზეც სასამართლოში მყარი მტკიცებულებები წარვადგინე, მოსამართლემ, ქალბატონმა ნონა ზარქუამ სიმართლე ჩაკლა, ჩემთვის აშკარად მიუღებელი გადაწყვეტილება მიიღო. მან სასამართლო პროცესი შეგნებულად არასწორი მიმართულებით წაიყვანა, არადა პირიქით ვფიქრობდი, რომ ამჯერად მაინც ქალბატონი ზარქუა სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებდა. 


მე ახლახანს მივმართე საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მდივანს, ბატონ ლევან მუსერიძეს წერილობითი თხოვნით და იმედი მაქვს, აქ უკვე სამართლიანობა იზეიმებს.


ძვირფასო მკითხველო! საუბრის დასასრულს მსურს, ჩემს ადვოკატყოფილს, სოფიკო ჩანქსელიანს სურვილი შევუსრულო. იგი პროცესზე ჩემგან, როგორც მორწმუნე ადამიანისგან, დაჟინებით მოითხოვდა, ხატების წინაშე დამეფიცა (არც კი იცის, რომ ფიცი მძიმე ცოდვაა), რომ მე სიმართლეს ვამბობდი. აი ახლა, ამ წუთებში ხატების წინ ვდგავარ და არ ვფიცავ, არამედ შევღაღადებ ღმერთს: უფალო, იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი. ღმერთო, შენ განსაჯე სოფიკო ჩანქსელიანი. ჩვენს შორის მტყუან–მართალი, შენ გაარჩიე ღმერთო. ამინ!"

 

 დალი ბარაბაძე

 ქუთაისი               

 

 

 

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 11171
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია