დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
მცხეთის ისტორიულ ძეგლებს გაძლიერებული დაცვის სტატუსი მიენიჭათ
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2016/12/09 10:10:51

 

8 დეკემბერს . პარიზში, იუნესკოს ცენტრალურ ოფისში მცხეთის ისტორიულ ძეგლებს ჰააგის კონვენციის მეორე ოქმის თანახმად გაძლიერებული დაცვის სტატუსი მიენიჭათ. გადაწყვეტილებაშეიარაღებული კონფლიქტების დროს კულტურული ფასეულობების დაცვის შესახებჰააგის კონვენციის მეორე ოქმის კომიტეტის წევრი ქვეყნების მე-11 სხდომაზე მიიღეს.


ამ სტატუსის მიხედვით, შეიარაღებული კონფლიქტის მონაწილე მხარეები ვალდებულ არიან საომარი მოქმედებების დროს უზრუნველყონ იმ კულტურული მემკვდრეობის ობიექტების დაცვა, რომელთაც მინიჭებული აქვთ გაძლიერებული დაცვის რეჟიმი; თავი შეიკავონ მათზე საომარი შეტევების განხორციელებისა და საომარ ოპერაციებში ამ ობიექტების ან მათი მიმდებარე ტერიტორიის გამოყენებისაგან.


კომიტეტის შეფასებით, საქართველოს მხარის მიერ მომზადებული განაცხადიმცხეთის ისტორიული ძეგლებისათვის გაძლიერებული დაცვის სტატუსის მინიჭების შესახებ“, აკმაყოფილებს კონვენციითა და მისი მეორე ოქმით გათვალისწინებულ ყველა პირობას, რაც მისთვის გაძლიერებული დაცვის სტატუსის მინიჭების საფუძველი გახდა.


ჰააგის კონვენციის მეორე ოქმის თანახმად, შეიარაღებული კონფლიქტის დროს კულტურულ ფასეულობებზე შესაძლებელია გავრცელდეს გაძლიერებული დაცვის რეჟიმი იმ შემთხვევაში, თუ იგი აკმაყოფილებს შემდეგ პირობებს:


წარმოადგენს კაცობრიობისათვის უდიდესი მნიშვნელობის მქონე კულტურული ფასეულობის მქონე მემკვიდრეობას;

აღიარებულია განსაკუთრებული კულტურული და ისტორიული ღირებულების მქონე ქონებად შიდა საკანონმდებლო და ადმინისტრაციული ნორმების შესაბამისად, რომლებიც უზრუნველყოფს ამ ქონების მაღალ დონეზე დაცვას;

არ გამოიყენება სამხედრო მიზნებისათვის ან სამხედრო ობიქტების დაფარვის მიზნით და არსებობს კულტურულ ფასეულობებზე მაკონტროლებელი მხარის განცხადება, რომ ეს ქონება არ იქნება გამოყენებული სამხედრო მიზნით.


 

დღეს გაძლიერებული დაცვის სტატუსი მსოფლიოში მხოლოდ 10 ობიექტს აქვს მინიჭებული. მათ შორისაა ქალაქი პაფოსი ( კვიპროსი), ციხე-სიმაგრე ‘Castel de monte” (იტალია) შირვანშაჰის სასახლე ( აზერბაიჯანი) და სხვა. განაცხადი მომზადდა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს, საგარეო საქმეთა სამინისტოს, თავდაცვის სამინისტოსა და იუსტიციის სამინისტროს უშუალო მონაწილეობით.


'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 5392
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია