დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისში რეზო ჩხეიძის საიუბილეოდ, მისი ფილმების ჩვენება მოეწყო
2016/12/08 22:29:07

ქუთაისში ყოფილ კინოთეატრ „საქართველო“-ში რეზო ჩხეიძს იუბილისადმი მიძღვნილი ფილმების ჩვენება გაიმართა.  ფილმების ჩვენება დილის ათი საათიდან საღამოს ათ საათამდე მიმდინარეობდა და დასწრება თავისუფალი იყო. სულ შეირჩა 11 ყველაზე ცნობილი ფილმი, რომლებიც ქართული კინემატოგრაფიის კლასიკად ითვლება.

 

კინოში მისულ მაყურებელს შეძლო სიამოვნება მიეღო შემდეგი ფილმების ყურებით: „ბორია პაიჭაძე", "ქართული ცეკვები“, „ ჩვენი ეზო“, „განძი“, „მაგდანას ლურჯა“, „მაია წყნეთელი,“ „ნერგები“, “ღიმილის ბიჭები“, „ჯარისკაცის მამა“, „მაცხოვრის საფლავზე ანთებული სანთელი“, „ის, რაც მახსოვს“, „ზღვის ბილიკი“.


მეოთხე სართულზე საგამოფენო დარბაზში წარმოდგელილი იყო რეზო ჩხეიძის პირადი ნივთები, ფოტოები და ის კოსტიუმები, რომლებსაც მსახიობები გადაღბებზე ატარებდნენ.


დღევანდელი დღის მნიშვნელობაზე გვესაუბრა შ.პ.ს. კინო „საქართველო“-ს დამფუძნებელი გიორგი ქათამაძე:

     „მოგეხსენებთ დღეს დიდი ქართველი რეჟისორის, რეზო ჩხეიძის 90 წლის იუბილეა და ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ განსაკუთრებულად აღგვენიშნა ეს თარიღი. თავიდან გვინდოდა ყველა მისი ფილმის ჩვენება, რაც სამწუხაროდ, ვერ მოხერხდა. დაინტერესება საკმაოდ დიდია ყველა ასაკის ადამიანში, გაანსაკუთრებით აქტიურობენ ახალგაზრდები, რაც ძალიან სასიხარულოა. დილიდან ყველა დარბაზი გადავსებულია.


თავიდან, როდესაც ეს იდეა გაგვიჩნდა, დავუკავშირდით ბ-ნ რეზოს ოჯახს, რამაც ძალიან გაახარა ისინი და რაც ჰქონდათ შემორჩნილი ფოტოები, ფილმები თუ სხვა პირადი ნივთები, რაც რეზო ჩხეიძეს და მის საქმიანობას  უკავშირდებოდა,  ყველაფერი მოგვაწოდეს.


ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ კინოთეატრის 7 დარბაზიდან ერთ-ერთს  რეზო ჩხეიძის სახელი მივანიჭოთ“.


გიორგი ქათამაძემ ჩვენთან საუბარში დაანონსა, რომ უახლოეს მომავალში  იმერეთში ეს კულტურული ობიექტი სრულად ამოქმედდება.

 

 ლიკა დევდარიანი

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 4291
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია