დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა სასესხო შეთანხმებას მხარი დაუჭირა
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2016/12/07 16:33:52

 

საქართველოში მყარი ნარჩენების მართვის პროექტთან დაკავშირებით საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს (EBღD) შორის დადებულ სასესხო შეთანხმებაზე იმსჯელეს დღეს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტშიგამართულ სხდომაზე. სარატიფიკაციო დოკუმენტი კომიტეტის წევრებს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ წარუდგინა.

 

მომხსენებლის განცხადებით, პროექტის მიზანს საქართველოში მყარი ნარჩენების მართვის შესაძლებლობების გაუმჯობესებას წარმოადგენს. პროექტი მყარი ნარჩენების შემგროვებელი მანქანებისა და კონტეინერების შეძენას ითვალისწინებს. სასესხო შეთანხმების მიხედვით, აღნიშნული პროექტის დასაფინანსებლად ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBღD) სესხის სახით 10 მლნ ევრო, ხოლო გრანტის სახით 2 მლნ ევრო გამოყო. ამგვარად, პროექტის განსახორციელებლად სულ 12 მლნ ევროა განსაზღვრული.

 

პროექტი ორი ნაწილისაგან შედგება და ითვალისწინებს როგორც მყარი ნარჩენების შემგროვებელი მანქანებისა და ტექნიკის შეძენას, ასევე ტექნიკურ დახმარებას მყარი ნარჩენების მართვის შესაძლებლობების გაუმჯობესებისა და მყარი ნარჩენების სანიტარული დამუშავების შესახებ საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების მიზნით. სესხის ხანგრძლივობაა 10 წელი, 3-წლიანი შეღავათიანი პერიოდით. მომხსენებლის განცხადებით იგეგმება დაახლოებით 145 მანქანისა და 7 200 კონტეინერის ეტაპობრივად შემოტანა. პროცესი სამ თვეში უნდა დასრულდეს და იგი ყველა მუნიციპალიტეტს მოიცავს, თბილისის გარდა. პროექტის შემუშავებაში მონაწილეობდნენ მყარი ნარჩენების მართვის კომპანია და მუნიციპალური განვითარების ფონდი, ტენდერი კი თვითონ დონორმა ორგანიზაციამ ჩაატარა.

 

დასასრულ, კომიტეტის წევრებმა სარატიფიკაციო დოკუმენტის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გატანას მხარი დაუჭირეს.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 12808
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია