დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
გიგლა აგულაშვილი მოხალისეებს შეხვდა
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2016/12/05 15:51:56

5 დეკემბერს მსოფლიოში მოხალისეთა საერთაშორისო დღე აღინიშნება.  გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი მოხალისეებს შეხვდა  და ეკოღონისძიებებში მათი ჩართულობის მნიშვნელობაზე ესაუბრა.

 

სამინისტროს ინიციატივით,   თბილისის ზოოპარკში, საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს  წარმომადგენლებმა, მოხალისეებს ექსტრემალურ სიტუაციებში (წყალდიდობა, მიწისძვრა, ხანძარი, მეწყერი) უსაფრთხოების დაცვის წესების შესახებ ინსტრუქტაჟი ჩაუტარეს. 


ზოოპარკის დირექციამ მოხალისეებს იმიტირებული ცრუ განგაში მოუწყო.


ღონისძიების დასასრულს, გიგლა აგულაშვილმა მოხალისეებს სიმბოლური საჩუქრებიც გადასცა.

 

მოხალისეთა საერთაშორისო დღე 1985 წელს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ დააარსა. ამ დღესთან დაკავშირებულ აქციებში სხვადასხვა ქვეყანაში მილიონობით მოხალისე მონაწილეობს. ისინი ჩართულნი არიან საერთაშორისო ინიციატივებში, კონფერენციებში, გამოფენებში და .. 5 დეკემბერს ადამიანთა უმრავლესობა მოხალისეობის სურვილს ეკოლოგიურ საკითხებთან დაკავშირებით იჩენს. სტატისტიკის მიხედვით, გარემოსდაცვით ღონისძიებებში ყოველწლიურად ყველაზე მეტი მოხალისე იღებს მონაწილეობას. გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო ინიციატივით, ეს ტენდენცია საქართველოშიც  დაინერგა.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3215
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია