დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
სილამაზის აქცია ხონში მცხოვრები ეკომიგრანტებისთვის
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2016/12/05 15:17:38

ონში, სოფელ ჩაის მეურნეობაში რეგიონალური ინიციატივების ცენტრის ინიციატივითა და დემოკრატიის ინსტიტუტის ფინანსური მხარდაჭერით პროექტიეკომიგრანტები უფლებებისათვისხორციელდება.


საჯარო მოხელეები და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ მიმართულ 16 დღიან კამპანიას განსხვავებული ფორმით გამოეხმაურა. „გვინდოდა რომ ჩვენი მხარდაჭერა გამოგვეხატა კვირეულის მიმართ და ამიტომ გადავწყვიტეთ, განსახვავებული აქტივობა დაგვეგეგმა. ეკომიგრანტი ქალებისთვის შევეცადეთ ერთი დღე მათთვის უჩვეულო, ყოველდღიური ყოფისგან განსხვავებული ყოფილიყო. ორგანიზაციის მხარდაჭერების და მოხალისეების დახმარებით გავუკეთეთ მაკიაჟი და ვარცხნილობა. ერთად დავაგემოვნეთ მათი მომზადებული ტრადიციული კერძები.  გაგვიზიარეს მათი მომზადების პროცედურები, ვისაუბრეთ საერთო და განსხვავებულ ტრადიციებზე.“ -აღნიშნა პროექტის კოორდინატორმა მარიკა ვაჭარაძემ.


კარდაკარის პრინციპით 17 აქტიური ქალბატონი შეირჩა, რომელიც ორი თვის მანძილზე სისტემატიურად სწავლობენ ხელსაქმეს. პროექტი ეკომიგრანტი ქალების სოციალურ გაძლიერებას და ადგილობრივ და ცენტრალურ დონეზე მათი პრობლემების ადვოკატირებას ისახვს მიზნად.


რეგიონალური ინიციატივების ცენტრი ხონში მცხოვრები ეკომიგრანტებისთვის სხვა ინიციატივებსაც გეგმავს.

 

                                                                                                   

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3212
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია