დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
შაორის ჰიდროელექტროსადგურის ტესტირების გამო, ხვალ ელექტროენერგიის შეზღუდვები იქნება
2016/11/30 19:34:51

შაორის ჰიდროელექტროსადგურის ნულიდან გაშვების უზრუნველყოფის მიზნით დაგეგმილი ტესტირების გამო 1 დეკემბერს, 15:00-დან 17:00 საათამდე პერიოდში ელექტროენერგიის მიწოდება ეტაპობრივად, 15-30 წუთით,  შეეზღუდებათ აბონენტებს ტყიბულის, ამბროლაურის და ონის  მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე.

 

მითითებულ პერიოდში რამდენიმე წუთით ელენერგია შეუწყდება დაახლოებით 8000 აბონენტს ქ. ტყიბულში და სოფლებში საწირე, ძიროვანი, დაბაძველი, მანჭიორი, ბზიაური, მუხურა.

 

ელექტროენერგია ეტაპობრივად შეეზღუდება, აგრეთვე, დაახლოებით 8100 აბონენტს ქალაქ ამბროლაურში და სოფლებში კრიხი, ახალსოფელი,ზემო კრიხი, სხვავა, ფუტიეთი, წესი, კვაცხუთი, ხიმში, მუხლი, სამთისი, ბარი, ძირაგეული, სადმელი, ბოსტანა, ღვიარა, საკეცია, ზნაკვა, მოტყიარი, ჯვარისა, ქედისუბანი, ხონჭიორი, ზემო შავრა, ნამანევი, თხმორი, ურავი, ლიხეთი, აბარი, ხოტევი, ჭელიაღელე, კვირიკეწმინდა, ველევი, ბეთლევი, შხივანა, წკადისი, სხარტალი, აგარა, უყეში, თლუღი, კაჩაეთი, ნიკორწმინდა. 

 

შეზღუდვა ასევე შეეხება დაახლოებით 6200 მომხმარებელს ქ. ონში და ონის რაიონის სოფლებში ღარი, კომანდელი, შეუბანი, ლაჩდა, ჭალა, ხურუთი, სომიწო, წოლა, პიპილეთი, ცხმორი, ბაჯიხევი, ფსორი, ღუნდა, სორგითი, ჟაშხვა, ხვედრულა, ქვედი, წედისი, ირი,  ნიგვზნარა, ზუდალი, ახალი ჩორდი, ხირხომისი, ქრისტესი, კვაშხიეთი, ხეითი, ზვარეთი, ბოყვა, ქორთა, უშოლთა, შქმერი, სევა, აბაიშვილები, შრომისუბანი, წმენდაური, ლაგვანთა, საკაო, ბორცო, ბასიკაანთი, მაჟიეთი, ხოდეშლები, ნაკიეთი, გომი, ჯინჭვისი, ფარავნეში, ნიგავზები,  გლოლა, ჭიორა, ღები, სორი, ფარახეთი, მრავალძალი, ჭიბრევი, შარდომეთი, უწერა.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3751
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია