დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ოჯახში ძალადობის თემაზე ქუთაისში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
2016/11/28 17:36:43

 ქუთაისის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, ამავე ცენტრის ორგანიზებით, გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა თემაზე: „ოჯახში ძალადობა!“

 

შეხვედრა მიზნად ისახავდა, დამსწრე საზოგადოებისთვის გაეცნო ოჯახში ძალადობის ფორმები, მისი გამომწვევი ფაქტორები, ძალადობისგან დაცვის სახელმწიფო სერვისები და სამართლებრივი მექანიზმები.

 

შეხვედრაზე მოწვეული მომხსენებლები იყვნენ:

•             გელა ჭელიძე, . ქუთაისის საქალაქო სამმართველო/ პოლიციის II განყოფილება/განყოფილების უფროსის მოადგილე /დეტექტივი-გამომძიებელი

•             სოფიო ქარჩხაძე, „ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდი” (ATIP Fund) იმერეთის რეგიონული წარმომადგენელი.

 

 

შგახსენებთ, 16-დღიანი საერთაშორისო კამპანია გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 1991 წლიდან იღებს სათავეს. მისი აღნიშვნის ინიციატორიაქალთა გლობალური ლიდერობის ცენტრი“. კამპანია მოიცავს 16 დღეს 25 ნოემბრიდან 10 დეკემბრის ჩათვლით. 25 ნოემბერი შერჩეულია, როგორც ქალთა მიმართ ძალადობის დაძლევის, ხოლო 10 დეკემბერი - როგორც ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღე. ამგვარად, ამ ორი თარიღის ერთობლიობა სიმბოლურად ხაზს უსვამს ურთიერთკავშირს გენდერულ ძალადობასა და ადამიანის უფლებების დარღვევას შორის.

 

კამპანია მთელი მსოფლიოს მასშტაბით მოიცავს გენდერული ძალადობის წინააღმდეგ მიმართულ სხვადასხვა სახის აქტივობებს. 1991 წლიდან დღემდე 130 ქვეყნის 1700-მა ორგანიზაციამ მიიღო მონაწილეობა კამპანიაში და შეიტანა თავისი წვლილი პრობლემის მოგვარებაში.

 

 

დემოკრატიული ჩართულობის ცენტრები მთელი საქართველოს მასშტაბით უერთდებიან კამპანიას და 16-დღიანი პერიოდის განმავლობაში ატარებენ სხვადასხვა სახის ღონისძიებებს საქართველოს 10 ქალაქში.


'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3335
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია