დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
საზოგადოებრივ მაუწყებელზე ტელეფილმების მრავალწლიანი ტრადიცია აღდგა
2016/11/16 15:16:16

 

ქუთაისში, ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში,  საზოგადოებრივი მაუწყებლის მხატვრული და დოკუმენტური სტუდიების შემოქმედებითმა ჯგუფმა დამსწრე საზოგადოებასგააგრძელე საქართველოს ისტორიაპროექტის მეორე სეზონის პრემიერა შედგა.


ეატრის საგამოფენო დარბაზში მოეწყო, ფილმის გადამღები ჯგუფისა და შემომქმედი გმირების შემოქმედების ამსახველი ფოტო გამოფენა, რომლის დასრულების შემდეგაც  მცირე სცენაზე გაიმართა „გააგრძელე საქართველოს ისტორია“ ფილმის მესამე სერიისა და პროექტ“დღეები და ღამეები“- ფილმის „ კადეტი 92“ ჩვენება, რომელშიც ასევე ქუთაისელი მსახიობი რესპუბლიკის დამსახურებული არტისტი ვაჯა ოღღეშიძე თამაშობს. ეს ფილმი აკა მორჩილაძის მოთხრობების მიხედვით რეჟისორმა დავით ჯანდიერმა გადაიღო.


პროექტის „ გააგრძელე საქართველოს იტორია“ ახალ სეზონში მონაწილეობენ ქუთაისელი მსახიობები: თენგიზ ჯავახაძე, დავით როინიშვილი, გიორგი შალამბერიძე, კახაბერ გოგოლაშვილი და  დავით ყვავაძე.


"ვფიქრობ, რომ სამომავლოდ უფრო აქტიურად დავასაქმო ქუთაისელი მსახიობები, მათ წინა ხაზი უჭირავთ, ამ ქალაქში გამოუყენებელი ნიჭი გვაქვს და ეს რესურსი არ უნდა დავკარგოთ

,წარმატებით ჩაიარა ქუთაისში ფილმის პრეზენტაციამ. ეს იყო მესამე ფილმის ჩვენება და მოხარული ვარ, რომ  მაყურებლის მოწონება დაიმსახურა. სამომავლოდ საზოგადოებრივი მაუწყებელი ფიქრობს გავაგრძელოთ საქართველოს ისტორია, ამისათვის კი მაყურებლის მხარდაჭერა გვჭირდება",-განაცხადა სცენარის ავტორმა გურამ ქართველიშვილმა.


დოკუმენტურ ფილმში  მონაწილეობა, ასე შაფასა  მსახიობმა გიორგი შალამბერიძემ: „საინტერესო იყო იმ გარემოში მუშაობა, რომელიც ერთიანდებოდა ერთი სათქმელით, ერთი იდეით, ერთ სიყვარულით, რომელსაც საქართველოს ისტორია ჰქვია.“


ორივე პროექტში მონაწილე მსახიობების კოსტუმებზე იზრუნა ახალგაზრდა დიზაინერმა მეგი გაბუნიამ, რომელის დებიუტიც  კინოში შედგა.


„ დიახ ჩემი დებიუტი იყო კინოში, განასაკუთრებით საპასუხისმგებლო იყო დოკუმენტური ფილმის მსახიობების კოსტუმებზე მუშაობა, რადგან მომიწია xvi საუკუნის განსახიერება. სცენარმა მომცა იმის საშუალება, რომ მრავალფეროვნად მემუშავა. უნდა აღინიშნოს, რომ ყველა კოსტუმი არის ხელნაკეთი. ძირითადად გამოვიყენე : რკინა, ბეწვი და ტყავი.  რა და როგორ გამომივიდა ამას მაყურებელი შეაფასებს. მგონი ლამაზი სახე შევქმენით.“ - განაცხადა კოსტუმების დიზაინერმა მეგი გაბუნიამ.


შეკრებილმა საზოგადოებამ ფილმები დადებითად შეაფასა. რეჟისორის განცხადებით, პრეზენტაციამ გემოვნებიან ქალაქში წარმატებით ჩაიარა.


შეგახსენებთ,რომ აღნიშნული ფილმების ნახვა შგიძლიათ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში ყოველ კვირას საღამოს  9 საათიდან თითოეული ფილმის სერიის ქრონომეტრაჟი 45-50 წუთია.

 

ფილმებში მონაწილეობენ  როგორც  სხვადასხავ თაობის საზოგადოებისათვის ცნობილი სახეები, ასევე მაყურებლისათვის სრულიად ახალი სახეები.

 

ლიკა დევდარიანი

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 5604
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია