საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
ქალის ცხოვრება
„მისი ცხოვრების ვარსკვლავური საათი“ - ფილმი ქალისა და მამაკაცის თანასწორობაზე
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2016/11/11 11:42:10

გენდერული თანსაწორობის თემაზე ფილმის - „მისი ცხოვრების ვარსკვლავური საათის“ ჩვენება   საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკაში  გაიმართა.


 

 ფილმი ასახავს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გერმანიაში არსებულ სიტუაციებს, ადამიანისა და, ზოგადად, ქალის უფლებების შესახებ. თუმცა, იგი არ შემოიფარგლება მხოლოდ ამ ერთი ქვეყნით და შეიძლება, სიტუაცია განვაზოგადოთ ყველა იმ ქვეყანაზესადაც ისეთივე მწვავედ დგას გენდერული საკითხი, როგორც, მაგალითად, -  საქართველოში.

 

 ფილმის მიხედვით, რომ არა ადვოკატ ელიზაბეტ ზელბერტის უდიდესი ალისხმევა,  1948 წელს გერმანიის ფედერალური რესპუბლიკის კონსტიტუციაში არ ჩაიწერებოდა სიტყვები: „მამაკაცი  და ქალი თანასწორია“. სწორედ ეს მომენტი გახდა ქალის უფლებებისთვის ბრძოლ საწყისი.

 

 იზაბელა იყო ადვოკატი, რომელსაც ყველაზე ხშირად მიმართავდნენ უფლებაწართმეული ქალები და შესაბამისად, ყველაზე კარგად იცნობდა ქალის  შეზღუდულ უფლებებსქალს არ შეეძლო, დაეწყო მუშაობა მეუღლის თანხმობის  გარეშე;  თუ მუშაობდა, გაცილებით ნაკლები ანაზღაურება ეძლეოდა, ვიდრე კაც; განქორწინების შემთხვევაში კი, ქალს არცერთი თეთრის წაღების უფლება არ ქონდა სახლიდან...

 

 იზაბელა იყო სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი, სადაც სულ 4 ქალი იყო გაწევრიანებული, თუმცა ქალის უფლებებისთვის ბრძოლაში მას  არამც თუ კაცები, ეს ქალებიც კი დაუპირისპირდნენ, იმ არგუმენტით, რომ  მსგავსი ჩანაწერი არა მხოლოდ შექმნიდა სამართლებრივ ვაკუუმს, არამედ, საფრთხეს წარმოადგენდა ოჯახისა და სახელმწიფოსთვისაც და იგი გამოიწვევდა მთელი კონსტიტუციის თავდაყირა დადგომას.

 

 იზაბელამ უამრავი ბარიერისა და წინააღმდეგობის მიუხედავად, მოახერხა და ჯერ უფლებადაკარგულ ქალებს აუხილა თვალი და შემდეგ გაუკვლია გზა მათი უფლებების სრულად მოპოვებისკენ. იმ დღეს  კი, როცა  მან  ეს  ბრძოლა მოიგო,  „ვარსკვლავური საათიუწოდა.

 

 შეგვიძლია,  პარალელი გავავლოთ ფილმსა და ჩვენს დღევანდელ რეალობას შორის. იზაბელას სწორედ მეუღლემ დააძალა წლების წინ სწავლა, ახლა კი უდიდესი საქმისთვის ბრძოლა ოჯახიდან  შორს, სხვა ქალაქში უწევდა და ოჯახის სიმძიმეც მისმა მეუღლემ იტვირთა. საქართველოში დღესაც  ხშირია შემთხვევები, როცა ქმარი მუშაობასა და აქტიურ საზოგადოებრივ ცხოვრებას უშლის მეუღლეს.

 

 მგონი დროა, გაიაზროს საზოგადოებამ, რომ არსებობს არაერთი სფერო, მიმართულება, რომელსაც ქალი მამაკაცის მსგავსად ან მასზე უკეთ უძღვება, ამიტომ სტერეოტიპი, რომ ქალი მხოლოდ დასახლისია და მასზე მაღლა ყველგან და ყოველთვის დგას მამაკაცი, უნდა დაინგრეს.

 

 დღესდღეობით ძალიან  მნიშვნელოვანია, ტარდებოდეს მსგავსი პროექტები და ეცნობოდეს საზოგადოება, განსაკუთრებით კი მომავალი თაობის ქალები, თუ  რა  გზა გაიარა და რამდენი ბრძოლა დასჭირდა იმ უფლებების მოპოვებას, რომლითაც დღეს ჩვენ ვართ აღჭურვილნი და გვგონია, რომ წინა თაობებსაც ჰქონდათ ამ უფლელების გამოყენების ფუფუნება.

 

*****


ფილმის ჩვენება გაიმართა  ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ბიუროსა და ნიდერლანდების ინსტიტუტი მრავალპარტიული დემოკრატიისათვის მხარდაჭერით, ღონისძიება კი დასრულდა გენდერული თანასწორობის თემაზე დისკუსიით.

 

ღონისძიებაზე მოწვეული იყო ასევე იურისტი ანა არღანაშვილი, რომელმაც ისაუბრა ქალის როლზე საზოგადოებაში, მისი უფლებების ამჟამინდელ  მდგომარეობაზე, და ზოგადად, მსგავსი ღონისძიებების უდიდეს მნიშვნელობაზე.

 

 

მეგი კაკაბაძე

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3924
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია