დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
განათლების მინისტრი: "ჩაჭრილი პედაგოგები აღარ გვეყოლება"
2016/11/11 11:26:29

განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ  ტელეკომპანია GDS-ის გადაცემა 2030-ში განაცხადა,რომ მასწავლებლის გამოცდას ბარიერი აღარ ექნება, არც ერთი მასწავლებელი არ ჩაიჭრება, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ შემდეგ დონეზე ყველა გადავა.


მისივე თქმით, ასევე იგეგმება, რომ სისტემიდან სიტყვა გამოცდა ამოიღონ. მინისტრის თქმით, ეს კვალიფიკაციის დადასტურება იქნება.

 

“ბარიერი იხსნება, პირობას გაძლევთ, ეს უკვე გადაწყვეტილია, რომ ბარიერი გამოცდას არ ენქება. ოღონდ, ეს არ ნიშნავს რომ ყველა გადავა შემდეგ დონეზე. ანუ გავალთ მე და თქვენ გამოცდაზე, თქვენ აიღებთ 85%-ს, მე ავიღებ 15 %-ს და არცერთი ჩავჭრილვართ. უბრალოდ თქვენ 85%-ის შესაბამისი კრედიტები დაგერიცხებათ, მე 15%-ის. ჩემი კრედიტები არ ეყოფა შემდეგ დონეზე გადასვლას, თქვენი ეყოფა. ესეიგი მე რა უნდა ვქნა, უნდა გავაგრძელო, სხვა გამოცდა ჩავაბარო, პუბლიკაცია გავაკეთო, სოციალური აქტივობა გავაკეთო და დავაგროვო საკმარისი კრედიტები, ჩაჭრილი მასწავლებელი არც ერთი არასდროს აღარ გვეყოლება და სიტყვა გამოცდაც მინდა რომ ამოვიღო ამ სისტემიდან, არ შეიძლება გამოცდა ადამიანის, რომელიც 30 წლის განმავლობაში გამოსცადა ცხოვრებამ, თაობები ჰყავს აღზრდილი და ახლა იმათ შვილიშვილებს ზრდის. ეს ადამიანი გამოცდილია და მისი გამოცდა აღარ შეიძლება, მისი კვალიფიკაციის დადასტურება კი ბატონო”,-განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.

 

ფოტო - ჟურნალი "ინდიგო"

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 11804
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია