საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
ხელოვნების სასახლე გრანდიოზული გახსნისათვის ემზადება
2016/11/09 16:50:04

უახლოეს დღეებში ხელოვნების სასახლე დამთვალიერებელს ახალ სასიამოვნო სიურპრიზს უმზადებს. მუზეუმში ქართული ეროვნული კოსტიუმისადმი მიძღვნილი მუდმივმოქმედი ექსპოზიცია გაიხსნება. ამ ინფორმაციას ხელოვნების სასახლის დირექტორი გიორგი კალანდია სოციალურ ქსელში ავრცელებს.  https://www.facebook.com/jabraili.sasaxlidan/media_set?set=a.1345463865472181.1073742371.100000257418958&type=3

 

ხუთი განსაკუთრებული ისტორიული და მხატვრული მნიშვნელობის კოსტიუმის რესტავრაცია დასრულებულია, ეს პროცესი მთლიანად დავით ბეჟუაშვილის განათლების ფონდმა დააფინანსა. უნიკალური რესტავრაციის დროს აღდგა და გამაგრდა ძვირფასი ისტორიული ქსოვილი, მოხდა დაკარგული ოქროს, ვერცხლის დეტალების აღდგენა. საბჭოთა პერიოდში დამაგრებული ბუტაფორიების ნაცვლად, კოსტიუმებზე ძვირფასი და კეთილშობილი ქვები დაბრუნდა.


მაგალითისათვის სოლიკო ვირსალაძის მიერ ვარძიის ფრესკიდან აღდგენილ თამარის კაბაზე ამჟამად გამოყენებულია 4 ათასზე მეტი წვრილი და მსხვილი მარგალიტი, 150 ვერცხლის და 100 მოოქრული ბალთა.


განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია თეკლე დედოფლის კოსტიუმი ფილმიდან „გიორგი სააკაძე“. როგორც შემორჩენილი დოკუმენტებიდან ირკვევა, კოსტიუმი მე-19 საუკუნეში შეიკერა და საქართველოს ერთ-ერთი თავადური ოჯახის წარმომადგენლის კუთვნილება იყო, კაბა თავისი მოოქრული ორნამენტებით განსაკუთრებულ მსგავსებას იჩენს მერი შერვაშიძისა და აგრაფინა ჯაფარიძის სამეჯლისო კაბებთან.უნიკალური ექსპონატი განადგურების წინაშე იდგა, თუმცა რესტავრაციის დროს გამაგრდა მისი ქსოვილის საფუძველი და დამაგრდა 3000-ზე მეტი დაკარგული დეტალი.

 

დარბაზში ასევე წარმოდგენილი იქნება მეფე ერეკლეს ოჯახისა და მისი გარემოცვის წევრთა ძვირფასი სამოსი, ტანსაცმელი მარგალიტებით, ოქრომკედით გაფორმებული. ე.წ მეფე ლუარსაბის კოსტიუმის შეკერვის დროს კი გამოყენებულია ძვირფასი სპარსული ფარჩა, 1000-ზე მეტი ვარდისფერი მარგალიტი, ანდალუსიური დიდი მარგალიტები და ე.წ შავი მარგალიტი ბაკარა. კოსტიუმი ფილმში „გიორგი სააკაძე“ მეფე ლუარსაბის პერსონაჟს (სპარტაკ ბაღაშვილი) ეცვა, თუმცა მისი გაფორმების დროს მე-18-19 საუკუნეების ისტორიული ქსოვილის დეტალები და ორნამენტები გამოიყენეს, რის გამოც კოსტიუმმა განსაკუთრებული მხატვრული ღირებულება შეიძინა.

 

ძვირფასი საგანძურის ექსპონირებისათვის საგანგებოდ მომზადდა საგამოფენო დარბაზი, კულტურის სამინისტროს დაფინანსებითა და მხარდაჭერით დამონტაჟდა თანამედროვე განათება, მომზადდა სპეციალური ვიტრინები და კლიმატ კონტროლის აპარატები

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 4198
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია