საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში ეკა ბესელიას მონოგრაფიული ნაშრომის პრეზენტაცია გაიმართა
2016/11/07 11:28:15

 

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას მონოგრაფიული ნაშრომის „ძალადობის მსხვერპლთა უფლებების დაცვის პრობლემა საქართველოში“ პრეზენტაცია გაიმართა.

 

მონოგრაფია, რომელიც სადოქტორო დისერტაციის მასალების საფუძველზე მომზადდა, რეკომენდაციების გრძელ ჩამონათვალს შეიცავს, რომელიც საქართველოს პარლამენტს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამის მუხლებში ცვლილებებისა და დამატებების შესატანად წარედგინა. 

 

„მონოგრაფიაში ვეცადე მომეძებნა ამ პრობლემის დასაწყისი, მაგრამ დასასრული სად აქვს არ ვიცი. წარმოდგენილი ნაშრომი ჩემი მოკრძალებული განცდების კრებულია! ეს ეძღვნება ყველა იმ ადამიანს, ვინც იყო ძალადობის მსხვერპლი, ასევე ვუძღვნი მათ, ვინც იბრძვის ძალადობის წინააღმდეგ. აღსანიშნავია, რომ ხვალ 7 ნოემბერია და ეს მოვლენაც შესულია ამ მონოგრაფიაში, როგორც სისტემური დანაშაულის კონტექსტში განხილული გამოვლინება“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.

 

მონოგრაფიის ავტორმა მადლობა გადაუხადა თავის პროფესორ-მასწავლებლებს და ყველა იმ ადამაინს, ვინც საკუთარი წვლილი შეიტანა ნაშრომის სრულყოფილად მომზადებაში.

 

მონოგრაფიის პრეზენტაციას პარლამენტის მოქმედი და ახალი წევრები, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, ნინო გვენეტაძე და სამართლის და იურისპრუდენციის საკითხთა ექსპერტები დაესწრნენ.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3552
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2020 საავტორო უფლებები დაცულია