დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
პოლიტსაბჭოს და საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილებით, მე-9 მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე იქნება
2016/11/06 18:07:19

დღეს ოფიციალურად დადასტურდა, რომ მე-9 მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარე  პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე იქნება.


„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ პოლიტიკური საბჭოსა და ახალი საპარლამენტო უმრავლესობის შეკრებაზე მიღებულია გადაწყვეტილებები საპარლამენტო თანამდებობებზე წარსადგენი კანდიდატურების შესახებ.

კერძოდ, პოლიტსაბჭოს და საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილებით, პარლამენტის თავმჯდომარედ წარდგენილია ირაკლი კობახიძე.

 

 

ირაკლი კობახიძე დაიბადა 1978 წლის 25 სექტემბერს. პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანია 2015 წლის იანვრიდან.

 

განათლება:

2002-2006  - დიუსელდორფის უნივერსიტეტი (გერმანია)

სამართლის დოქტორი (Dr. iur.)

2002-2005  - დიუსელდორფის უნივერსიტეტი (გერმანია)

სამართლის მაგისტრი (LL.M.);

1995-2000  - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

დიპლომი იურისტის კვალიფიკაციით.

 სამუშაო გამოცდილება - აკადემიური დაწესებულებები

08.2014 - დღემდე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი

09.2011 – 08.2014 კავკასიის უნივერსიტეტი/კავკასიის სამართლის სკოლა, ასოცირებული პროფესორი

09.2011 – 06.2013 საქართველოს უნივერსიტეტი, მოწვეული ლექტორი

02.2009 – 02.2010 თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, იურიდიული ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი

03.2007 – 01.2008 თ. წერეთლის სახელმწიფოს და სამართლის ინსტიტუტი, უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი

09.2005 – 02.2012 თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, იურიდიული ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორი

 

სამუშაო გამოცდილება - საერთაშორისო ორგანიზაციები

01.2013 – 07.2014 გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP); რეგიონული და მუნიციპალური განვითარების პროექტის მენეჯერი

11.2011 – 11.2012 გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP); ექსპერტი რეგიონული განვითარების საკითხებში

10.2011 – 03.2012 ევროპის საბჭოს წარმომადგენლობა საქართველოში, ექსპერტი სტრატეგიული დაგეგმვის საკითხებში

01.2011 – 12.2012 ფონდი „ღია საზოგადოება - საქართველო“; ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის პროგრამის ექსპერტთა კომიტეტის წევრი

01.2009 – 10.2011 გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP); ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმის მხარდაჭერის პროექტის მენეჯერი 

06.2006 – 12.2008 გაეროს განვითარების პროგრამა /სსიპ - ეფექტიანი მმართველობის სისტემის და ტერიტორიული მოწყობის რეფორმის ცენტრი; ექსპერტი ადგილობრივი თვითმმართველობის საკითხებში

06.2000 – 10.2001 USAID/Overseas Strategic Consulting Ltd; საზოგადოებრივი განათლების პროექტის კოორდინატორი შიდა ქართლის რეგიონში

 

პოლიტიკური გამოცდილება

01.2015-დან მპგ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“; აღმასრულებელი მდივანი, პოლიტიკური საბჭოს წევრი

ფლობს ინგლისურ, გერმანულ და რუსულ ენებს.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 4521
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია