დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
მუშების სოლიდარობის ნიშნად ზვარეში სტუდენტები ჩავიდნენ
2016/11/06 11:04:34

მუშების სოლიდარობის ნიშნად ზვარეში ოცამდე სტუდენტი ჩავიდა, - ამის შესახებ ინფორმაციას რკინიგზელთა ახალი პროფკავშირი ავრცელებს. 

 

გუშინ კი აქცია თბილისში გაიმართა. „სოლიდარობა ზვარელ მუშებს", „სოლიდარობა მუშებს" - ამ შეძახილებით აქციის მონაწილეებმა მსვლელობა მოაწყვეს.


„ზვარელი მუშები ამ სოფელში ჩასულები არიან სხვადასხვა რაიონიდან. ისინი მძიმე სოციალური მდგომარეობის გამო, იძულებულები არიან, მიზერულ ხელფასსა და მონურ შრომით პირობებში მუშაობას დათანხმდნენ. ჩვენ აქ იმისთვის შევიკრიბეთ, რომ "საქართველოს რკინიგზის" ქვეკონტაქტორ("ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიურო") კომპანიას პასუხი მოვთხვოთ, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ შრომის პოლიტიკა მთლიანად გადასახედია", - აღნიშნა გვანცა ხონელიძემ.


2 ნოემბერს ხარაგაულის რაიონის სოფელ ზვარეში, ორ ადგილობრივ მოსახლეს, რომლებიც სოფელში შეშას ეზიდებოდნენ, შპს "ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს" თანამშომლებმა გზა გადაუკეტეს და უთხრეს, რომ ადგილობრივებმა შეშა კომპანიის ტერიტორიიდან მოიპარეს. ზვარეში მცხოვრებლებმა მათ უპასუხეს, რომ შეშა არ მოუპარავთ, ტყიდან მოჰქონდათ. შელაპარაკების დროს, კომპანიის წარმომადგენლები ადგილობრივებს ფიზიკურად გაუსწორდნენ, იყენებდნენ ცივ იარაღს. ინციდენტს "ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროში" დასაქმებული ორი მუშა შეესწრო. კომპანიის წარმომადგენლებმა მუშებსაც სცემეს. ოთხივე მათგანი იმ საღამოსვე საავადმყოფოში სხეულის სხვადასხვა დაზიანებით გადაიყვანეს - ამის შესახებ ზვარეში მცხოვრები ადამიანები და კომპანიაში დასაქმებულები ყვებიან. 


პოლიციამ მუშებზე ძალადობის გამო, სხეულის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ბრალდებით სამი ადამიანი დააკავა:  33 წლის ჭ. ლ., 33 წლის ჩ.ჟ და 32 წლის ჰ.ჩ. 

 

წყარო:http://liberali.ge/news/view/25741/mushebis-solidarobis-nishnad-zvareshi-studentebi-chavidnen

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 12031
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია