დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
„ღია ცის ქვეშ“ დარჩენილნი
2009/11/02 12:43:20

რესპუბლიკური პარტიის იმერეთის რეგიონული ოფისის თავმჯდომარე და საკრებულოს წევრი ვლადიმერ ნაკაშიძე აცხადებს, რომ ქალაქის 2009 წლის ბიუჯეტში სეკვესტრი მხოლოდ მოსახლეობის ინტერესებს ეხება, ხოლო ხელშეუხებელ მუხლებად რჩება ჩინოვნიკების კომფორტი და კეთილდღეობა. პროგრამა „კორპუსი“ 176 ბინის მესაკუთრეთა ამხანაგობებისთვის გადასახური მასალის გადაცემას, 15 ლიფტის შეკეთებას და 47 კორპუსის დაზიანებული ზედა ნაწილის აღდგენა-რესტავრაციას ითვალისწინებდა. პროგრამის განხორციელება 2009 წლის 2 თებერვალს უნდა დაწყებულიყო და 30  დეკემბერს   -  დასრულებულიყო.  ამ  ეტაპზე  მხოლოდ  ლიფტების აღდგენა მიმდინარეობს, ხოლო დაზიანებული კორპუსების რესტავრაცია და გადახურვის პროგრამა არც დაწყებულა. ხელისუფლების განცხადებით, მათ საპრივატიზაციო ობიექტები ვერ გაყიდეს და ბიუჯეტში თანხა არ შესულა. 

ქალაქის საფინანსო სამსახურის უფროსმა გია შარაბიძემ სატელეფონო საუბარში თითქმის იგივე დაგვიდასტურა თუმცა ქალაქში მისი არყოფნის გამო, შეხვედრა ვერ შედგა. ვლადიმერ ნაკაშიძის განცხადებით: „ამ კორპუსებზე სამუშაოების ზამთრამდე ჩაუტარებლობა აქ მცხოვრები მოსახლეობის ღია ცის ქვეშ დარჩენას ნიშნავს. ეს იმ ფონზე, როცა ბიუჯეტში ხელუხლებელი რჩება მუხლები, რომლებიც ხელისუფლების კომფორტს ეხება. ესენია: 646 600 ლარი მერიის და საკრებულოს ჩინოვნიკების პრემიებისთვის, 33 500 ლარი - ხელფასების დანამატისთვის და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია 160 00 ლარი - შინაგან საქმეთა სამინისტროს სამხარეო სამმართველოს ოფისის ხარჯისთვის. თუმცა აქ არის კიდევ სხვა თანხები, გაწერილი როგორც სარეზერვო ფონდის, ასევე მაჟორიტარის ოფისისთვის და ასე შემდეგ. მერიის შენობისთვის მიმდინარე წლის 10 თვის მანძილზე 250 000 ლარზე მეტია დახარჯული.“

პარალელურად, სამი თვით ადრე შეჩერებულია „მატერიალური დახმარების პროგრამა“, რომლის მიზეზად ბიუჯეტში თანხების ამოწურვა სახელდება.

რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენლები პროგრამა „კორპუსის“ ჩავარდნაზე სრულ პასუხისმგებლობას ქალაქის აღმასრულებელ ხელისუფლებას და საკრებულოს უმრავლესობას აკისრებს.

მართალია, ბევრ ბინაში გადასახური მასალა უკვე დევს, მაგრამ ქალაქის ხელისუფლებამ გადახურვისთვის საჭირო თანხების მოძიება ვერ მოახერხა. შესასრულებელი სამუშაოსთვის ტენდერი უნდა გამოცხადდეს, რაც, სავარაუდოდ, დარჩენილ ორ თვეში ვერ მოესწრება. 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1732
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია